მსოფლიო
პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა
2017-02-22 16:06:15
მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ვანო მერაბიშვილის მიმართ, მის მიერ გაცხადებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
"საქმეზე ჩატარებული ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებით, არ დადასტურდა და გამოირიცხა ივანე მერაბიშვილის 2013 წლის 14 დეკემბერს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან უკანონო გაყვანის ფაქტი, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა.
"მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა ივანე მერაბიშვილს და დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მის ადვოკატებს, რომელთაც პროკურატურის მიერ განემარტათ შესაძლებლობა მათთვის მისაღებ დროს სრულად გაეცნონ საქმის მასალებს,"- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პროკურატურის ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
კომენტარები