მსოფლიო
რუსთავში გაზის მოწამვლით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
2017-02-17 17:36:40
რუსთავში, მე-19 მკ/რ-ში გაზის ინტოკსიკაციის შედეგად, სტუმრად მყოფი 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი სიძეა, რომელიც ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.
პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა გაზის წყლის გამაცხელებლმა გამოიწვია. სახლში მამაკაცის ცოლიც იმყოფებოდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დროისთვის მის სიცოცლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და კრიმინალური პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინოფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები