2 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლევან გვაზავა ნიკა მელიას მხრიდან წაყენებულ ბრალდებებს ეხმაურება

   რუსთავის 2-ის მხარდამჭერ აქციაზე, სადაც 10 ადამიანი დააკავეს და რომელსაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა,  მამაკაცი მივიდა , გვარად ჩოხელი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ მოქალქეებს. ჩოხელის თქმით , ის გენერალ ლევან გვაზავას  სახელით მოქმედებს . ამასთან დაკავშირებით გვაზავამ  სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს: " სრულიად ვიზიარებ საზოგადოების პროტესტს და განწყობას, რუსთავი 2 –ის საქმის განმხილველ მოსამართლის სკანდალთან დაკავშირებით. ამ საქმეში ჩართული რომელიმე პირის ჩემთან მეგობრობა ან ურთიერთობა, ჩემთვის ამ საქმისადმი და რუსთავი ორისადმი დამოკიდებულებას არ ცვლის. რაც პირადად გამომიხატია რუსთავი 2 – ის გვერდზე, ჩემს მეგობრებთან ერთად ფიზიკურად დგომით. როგორც საზოგადოების უმრავლესობისთვის, ასევე პირადად ჩემთვისაც, მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშკარა კითხვის ნიშნებს ბადებს.რაც შეეხება ბატონი მელიას უცნაურ გამოხტომას ჩემს წინააღმდეგ, მინდა გავნაცხადო რომ პოლიტიკურ ინტრიგებში და სატელივიზიო შოუში მას მე არ ავყვები, ეს ჩემი საქმე არ არის. ნიკა მელიას ვურჩევ ამ კონტექსტში ჩემი სახელის ხსენებას სჯობს დღევანდელ რეჟიმს ებრძოლოს. მე პოლიტიკური გემოვნების ან შეხედულებების მიხედვით მეგობრებს არც ვიძენ და არც ვკარგავ!"-ნათქვამია განცხადებაში 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...