2 1 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მძიმე ავადმყოფ მამუკა კოპლატაძის დედა დახმარებას გთხოვთ!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარის – მამუკა კოპლატაძის ისტორია ნებისმიერს  შეძრავს.

ნანატრი ვაჟი მამუკა ჯანმრთელი დაიბადა. არაფერი აწუხებდა და ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა. მაგრამ ერთ საბედისწერო დღეს ის ავად გახდა. უბრალო გაციება ეგონათ, მაგრამ მენინგიტი აღმოჩნდა. 3 წლის მამუკას გულყრები დაეწყო. საავადმყოფომდე ძლივს მიაღწიეს. ექიმებმა სასწაულებრივ შეუნარჩუნეს მამუკას სიცოცხლე!

ექიმების მიერ დასმული დიაგნოზი განაჩენივით ჟღერდა: „თქვენს ბავშვს თავის ტვინის ქერქი აქვს დაზიანებული, და ახლა თუ გადარჩა, დიდხანს ვერ გასტანს და აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო“ – მაგრამ დედისთვის სულ ერთი იყო, როგორი იქნებოდა მამუკა, მთავარია იგი დიდი ხანი ჰყოლოდა გვერდით!

მამა შვილის ავადმყოფობის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ნერვიულობას გადაყვა. ქალბატონ ლალის – მამუკას დედას, სამსახურისთვის თავის დანებება მოუხდა და მთელი თავისი დრო და ენერგია შვილის მოვლას შეალია!  უკვე 24 წელია მას როგორც ჩვილს ისე უვლის. ახლა მამუკა 27 წლისაა, მაგრამ დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს: ვერც ჭამს, არც წამოჯდომა შეუძლია... მხოლოდ ტირის, როდესაც რამე აწუხებს და დედას საშველად ეძახის!

წლების განმავლობაში ოჯახმა ყველაფერი ფასეული გაყიდა და ახლა სახლიდან შეიძლება გაასახლონ კიდევაც! ერთადერთი საარსებო წყარო მამუკას პენსიაა, რომელიც ხშირად წამლების საყიდლადაც კი არ ჰყოფნით.

სამკურნალო თანხის არარსებობის გამო, მამუკას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მაგრამ ექიმების თქმით ძვირადღირებული მედიკამენტები და სარეაბილიტაციო კურსი მის მდგომარეობას გააუმჯობესებს!

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დედა–შვილისთვის? როგორ დავუდგეთ გვერდში მათ ამ მძიმე დროს?

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას მამუკას დასახმარებლად. ამ ოჯახისთვის ყველანაირი დახმარება მნიშვნელოვანია!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003  ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მამუკა კოპლატაძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/176/

შესაძლებელია ზუსტად თქვენი მხარდაჭერა გახდეს გადამწყვეტი მამუკას გამოსაჯანმრთელებლად.

ტელ:  593192165-ლალი (დედა)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...