1 7 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"საქათველო საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას არ გადასცემს,"- კვირიკაშვილის პირველი კომენტარი

ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის, გიორგი ცერცვაძის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს მთავრობის მეთაური. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქათველო საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას არ გადასცემს. პრემიერმა ოპონენტებზე ვრცლად ისაუბრა. 

"საქათველო საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას არ გადასცემს, მით უმეტეს, ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე, აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. ორი დღეა ჩვენი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე არის ყოველწუთიერ კონტაქტზე უკრაინის გენერალ პროკურორთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე ისე გადაწყდება, რომ ბატონი ცერცვაძე რუსეთზე გადაცემული არ იქნება.

"მთავარი აქ სულ სხვა რამ არის, ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, რომ ჩვენ მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ვიმყოფებოდეთ, მათ რა თქმა უნდა, საკუთარი ტელევიზია აიყოლიეს, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არსამთავრობო სექტორის ნაწილი, უნდათ, რომ მუდმივად მთავარი დღის წესრიგიდან ამოგვაგდონ და ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევალნი.

"ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ათწლეულობით პერიოდის განმავლობაში დაზიანებაზე, რომელმაც ქვეყანა უმძიმეს პროვოკაციას წამოაგო რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო, უფრო მეტიც, ისინი გვდებენ ჩვენ ბრალს სამხედროების უპატივისცემლობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ციხეში ჩახოცეს, რომლებმაც გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან, რომლებმაც უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს, კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და კიდევ ერთხელ დახვრიტეს, ეს ადამიანები გვდებენ ბრალს სამხედოების უპატივცემულობაში,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...