1 6 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტიტის ხის მსგავსად, საზღვაო მოგზაურობას მაგნოლიაც დაიწყებს

ჩამოტვირთვა

ტიტის ხის მსგავსად, საზღვაო მოგზაურობას აჭარა - შეკვეთილის მიმართულებით რამდენიმე საათში მაგნოლიაც დაიწყებს. ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების გადატანა გრძელდება. მცენარის ტრანსპორტირება საავტომობილო გზით გუშინ დაიწყეს.

სამუშაოებს კვლავ კომპანია ზიმო ახორციელებს. მათი განცხადებით, საქართველოს რკინიგზასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დღეს პირველი საათისთვის ჩაიხსნება სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზები და ხეს ზღვამდე მიიტანენ.

ამ ეტაპზე გზის გაგრძელებას მაგნოლია ბობოყვათში საპრეზიდენტო რეზიდენციის მახლობლად ელოდება. უახლოეს დღეებში შეკვეთილში აჭარიდან კიდევ სამი ხის გამგზავრება იგეგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები