2 1 : 4 8
 | 

მსოფლიო

“თეგეტა მოტორსმა“ ISO 9001: 2015 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი მიიღო

„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანიაა  ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში რომელმაც ISO სტანდარტი დანერგა და შესაბამისად ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2015 მიიღო. „თეგეტა მოტორსი“ ავტომობილების გაყიდვისა და მათი შემდგომი მომსახურების, სათადარიგო ნაწილების, საბურავების, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში მოღვაწეობს. სტრუქტურული რგოლების შემოწმების და სამუშაო პროცესის გაკონტროლების შედეგად კომპანიამ მიიღო ხარისხის მართვის სერთიფიკატი.

„თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, მათი ცოდნა-გამოცდილების გაზიარებით და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით. კომპანია მუდმივად მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული,  რაზეც მეტყველებს მისი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“. უმაღლესი დონის მომსახურებამ და საერთაშორისო სტანდარტების სერვის ცენტრებმა განაპირობა, რომ „თეგეტა მოტორსი" პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ჯერ ISO 9001:2000, შემდეგ ISO 9001:2008, ხოლო დღეს უკვე ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელია.

„თეგეტა მოტორსი“  წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მრავალი წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. იგი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტო პროდუქტებისა და  ავტოტექმომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს, ჰოლდინგი აერთიანებს 4 შვილობილ კომპანიას, კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 800-ზე მეტ საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 19 ფილიალს, რომლებიც წარმოდგენილია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.

„თეგეტა მოტორსი“ არის უმსხვილესი იმპორტიორი 300-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის, საბურავების, ზეთების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:58

    ცოლ-ქმარს 13 შვილი სახლში გამომწყვდეული, ზოგიერთ...

    კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა. 57 წლის დევიდ ალენ ტურპინსა და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინს  2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი სახლშო გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერ...

  • 10:42

    ექიმებს საახალწლო მოლხენა, სამსახურის დაკარგვის ფ...

      მოსკოვის ერთ–ერთი  რეგიონული დისპანსერის ექიმებს,  საახალწლო სუფრა სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. საქმე იმაშია, რომ მედიკოსებმა მოლხენა იმ დროს მოინდომეს, როცა საავადმყოფოს ...

  • 11:46

    "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" - რეკლამა, რომ...

        შვევდური კომპანია H&M-ი რასიზმში დაადანაშაულეს. ამის მიზეზი საბავშვო კოლექციის რეკლამა გახდა, რომელშიც ზედა, წარწერით "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" ფერადკანიან ბავშვს აცვია.&nbs...

  • 11:03

    პრინცესა შარლოტა ბაღში წავიდა, ქეითმა კი მისი ფოტ...

      კემბრიჯის ჰერცოგების უილიამისა და ქეითის ქალიშვილი შარლოტა საბავშო ბაღში წავიდა.ფოტოები სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა, 2 წლის წევრს დედამ კინსინგტონის სასახლის კიბეზე გადაუღო და ინტერნეტში ...

  • 10:44

    საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა...

     საჰარის უდაბნოში 40 წლის განმავლობაში მესამედ მოვიდა თოვლი. როგორც Daily Mail-ი წერს, დაახლოებით 40 სანტიმეტრამდე თოვლით არის ასევე დაფარული ქალაქი, სადაც უდაბნო მდებარობს  აღსანიშნავი...

  • 14:52

    რატომ უნდა იყოს შვეიცარია თქვენი ყველაზე სანუკვარი...

       თუ ზამთარში ზღაპრული დასვენება გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ შვეიცარიის კურორტებზე უფრო ჯადოსნურს ვერაფერს მიაგნებთ.. ლამაზი ბუნება, ჯადოსნური ფერები, ზღაპრული თოვლი – ანუ ყველაფერი იმისთვის, ...

  • 18:06

    "სპელაკიო" ანუ საცოდავი – ვენეციის მთავარ მოედან...

      ვენეციის მთავარ მოედანზე დადგმული ნაძვის ხე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, საქმე იმაშია,20 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე ავსტრიის საზღვართან ახლოს მდებარე ტყეში მოჭრეს და მისი ტრანსპორტირებისთ...