მსოფლიო
სასწრაფოდ: „გირჩის“ ოფისში შსს-ს წარმომადგენლები არიან შესული
2017-01-11 11:53:11
„გირჩის“ ოფისში რამდენიმე წუთის წინ შსს-წარმომადგენლები მივიდნენ, ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა ქავთარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა . შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ 31 დეკემბერს აქტივისტებთან ერთად პარტიის ოფისში კანაფი დათესა. ამასთან დაკავშირებით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლით).
„გირჩმა“ ახალ ხელისუფლებას ულტიმატუმი ორი თვის წინ წაუყენა და სთხოვა, რომ ახალ წლამდე საქართველოში ნარკოპოლიტიკა შეეცვალა, კერძოდ კი, მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია, თუმცა „ხელისუფლებამ ცვლილებები არ გაატარა
კომენტარები