1 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ქუთაისი უმასპინძლებს

ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი წელს 14-დან 18 იანვრის ჩათვლით გაიმართება და მას ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიური ქალაქი ქუთაისი უმასპინძლებს. აღნიშნული ტურნირი 2006 წლიდან იმართებოდა თბილისში, ხოლო ბოლო 2 წელია მას იმერეთის დედაქალაქი მასპინძლობს.

მემორიალში მონაწილეობას სუპერლიგის 5 და „ა“ ლიგის 3 გუნდი მიიღებს. გუნდები 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი და 1 წრის თავზე პირველ ადგილზე გასულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 14, 15 და 16 იანვარს გაიმართება. ფინალში გასული გუნდები სატიტულო მატჩში ერთმანეთს მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში 18 იანვარს, 14:00 საათზე, შეხვდებიან. გამარჯვებულს ოლიმპიური ჩემპიონების სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო ტურნირზე დაწესებული იქნება ინდივიდუალური პრიზებიც - საუკეთესო უკანახაზელისა და ფორვარდისთვის.

ქორქია-საკანდელიძის მემორიალური ტურნირის ორგანიზატორები არიან ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...