0 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასტუმრო "მერკურიმ" ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ პატარები საახალწლო წვეულებაზე დაპატიჟა

ჩერმოვეცკის ფონდი –  ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში. სასტუმრო „მერკურიმ“ ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები საზეიმო საახალწლო წვეულებაზე დაპატიჟა.

«სიკეთის კეთება ერთად უფრო ადვილია, ამიტომ ჩვენ ფონდს მხარს უჭერენ გულისხმიერი ადამიანები, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ სხვისი პრობლემები.

სასტუმრო „მერკურის“ ხელმძღვანელობამ ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი 30 ბავშვი საახალწლო წვეულებაზე თავის რესტორანში დაპატიჟა. ეს ბავშვები არასოდეს ყოფილან რესტორანში და ამდენი გემრიელი სასუსნავიც არასდროს უნახავთ. სასტუმროს პერსონალი უმაღლეს დონეზე ემსახურებოდა მათ!

ბავშვებს სიხარულისგან თვალები უბრწყინავდათ! წვეულების დასასრულს პატარა სტუმრებმა საჩუქრად სუვენირები და ტკბილეული მიიღეს.

ეს დაუვიწყარი დღე იყო მათთვის, ბავშვებს არ უნდოდათ რომ ის დასრულებულიყო.

მთელი სულით და გულით ვუხდით მადლობას სასტუმრო მერკურის ხელმძღვანელობას! თქვენ ბავშვებს დაუვიწყარი ზეიმი მოუწყვეთ! დიდი მადლობა!

» – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ინფორმაცია: საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს.

ფონდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს.

ფონდის ოპერირების ქვეშაა სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისსა და ქობულეთში. ამჟამად ფონდის მეურვეობის ქვეშ იმყოფება 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვია.

ფონდის ოფიციალური ვებ გვერდი: www.fsp.ge

ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე: www.facebook.com/SocialPartnership

ფონდი დააარსა: ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...