მსოფლიო
"კომისია შეფასებას ვერ გააკეთებს" - ხატია ყურაშვილი
2016-12-28 15:22:53
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალი მედიაჰოლდინგის შექმნის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ელოდება. რა მოთხოვნებს წაუყენებს მარეგულირებელი ჰოლდინგს, ოფიციალური მიმართვის წარდგენამდე კომისიაში პროგნოზებისგან თავს იკავებენ.
„ვიდრე არ გვექნება საბოლოო ინფორმაცია, რა ფორმით, რა იურიდიული გადაწყვეტილებით გეგმავენ მედიაჰოლდინგში გაერთიანებას ეს მაუწყებლები, კომისია შეფასებას ვერ გააკეთებს, ამიტომ სრულყოფილ ინფორმაციას უნდა დაველოდოთ,“- განაცხადა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხატია ყურაშვილმა.
კომენტარები