1 9 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

CCloan-ის კამპანია #განიტვირთე

ზამთრის ცივ დღეებში განტვირთვას ყველა სხვადასხვანაირად ახერხებს. ზოგი ცხელ ჩაისა და ნაქსოვ გადასაფარებელში გახვეული ბუხართან თბება, ზოგი თბილი ქვეყნებისკენ მიემგზავრება, ზოგი კი - საინტერესო წიგნების კითხვით ცდილობს დღეების გამრავალფეროვნებას. მათთვის კი, რომლებსაც დრო არ რჩებათ განტვირთვისთვის, ბევრს გადაადგილდებიან ქალაქსა თუ მის შემოგარენში და დატვირთულ სამუშაო გრაფიკს ვერაფერს უხერხებენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია CCloan-მა საინტერესო და ამავდროულად მხიარული კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში სამარშუტო ტაქსებში, გონების სავარჯიშოდ, დასასვენებლად და ხასიათის გასაუმჯობესებლად, სავარძლის საზურგეზე განათავსა პატარ-პატარა “ემოჯიები“ (სიცილაკები), რომლებიც, სინამდვილეში, ქართულ, ყველასთვის ნაცნობ ანდაზებს წარმოადგენდნენ.

ჩვენც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ გარეთ გავდიოდით, სასურველ სამარშუტო ტაქსში ვსხდებოდით და გზაში, ფანჯარასა თუ მობილურ ტელეფონში ყურების ნაცვლად, მხიარული თავსატეხების ამოხსნასა და ძველი, ყველასთვის საყვარელი ანდაზების გამოცნობას ვცდილობდით.

ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა შესაძლებელი ერთდროულად განტვირთვა და გონების გავარჯიშება. ადამიანები, რომლებიც გამოცდებზე მიიჩქაროდნენ, გზაში გონებას ანდაზების გამოცნობით ავარჯიშებდნენ. ისინი, რომლებიც სამსახურიდან ბრუნდებოდნენ სამარშუტო ტაქსით, დამღლელი სამუშაო დღის შესახებ ფიქრის ნაცვლად, ბავშვობაში ნასწავლ ანდაზებს იხსენებდნენ. პატარები კი, მშობლების დახმარებით ცდილობდნენ  „ემოჯიებს“ შორის კავშირის ამოცნობას.

 

CCloan-მა კამპანიის ფარგლებში Facebook-ზე კონკურსი წამოიწყო. კონკურსის წესები ყველასთვის მარტივი და გასაგები იყო. პირველ რიგში, Facebook-ზე უნდა გამოგეცნოთ სამარშუტო ტაქსში ნანახი ანდაზები, ხოლო შემდეგ განეთავსებინათ ფოტო ჰეშთეგით #განიტვირთე. მოცემული პოსტი საჯარო უნდა ყოფილიყო. მათ, ვინც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, პრიზები გადაეცათ. პრიზი სამმა ადამიანმა მიიღო:

1.      მან, ვინც პირველმა შეძლო ყველაზე მეტი ანდაზის გამოცნობა;

2.      მან, ვინც პირველმა მიიღო მონაწილეობა კონკურსში;

3.      მან, ვისმა დადებულმა პოსტმაც ყველაზე მეტი გამოხმაურება ჰპოვა;

კამპანიის ფარგლებში წამოწყებულ Facebook კონკურსში გამარჯვებული სამი ადამიანი განსაკუთრებული საჩუქრით შეხვდება ახალ წელს. განსაკუთრებული საჩუქარი კი, სხვადასხვა ტკბილეულით სავსე კალათაა, რომელიც გამორჩეულად სწრაფ, სხარტ და გონებამახვილ ადამიანებს ერგოთ.

საბოლოოდ, ყველა ჩვენებურად ვცდილობთ ზამთრის ცივ და სუსხიან დღეებში გამხიარულებას, დასვენებასა და განტვირთვას. ზოგი ცხელ ჩაისა და ნაქსოვ გადასაფარებელში გახვეული ბუხართან თბება, ზოგი თბილი ქვეყნებისკენ მიემგზავრება, ზოგიც საინტერესო წიგნების კითხვით ცდილობს დღეების გამრავალფეროვნებას, ჩვენ კი, მაშინაც, როდესაც ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მივიჩქარით, „ემოჯიებით“ დაშიფრული ანდაზების ამოხსნით ვცდილობთ განტვირთვას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...