1 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტერაბანკი სტარტაპ მარკეტის მხარდამჭერია

შაბათ-კვირას თბილისში ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. 17-18 დეკემბერს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი 16 განსხვავებული ინდუსტრიის დამწყებ და წარმატებულ მეწარმეს უმასპინძლებს. ღონისძიების მხარდამჭერი - ტერაბანკი და კომერციული და საჯარო სფეროს სხვა წარმომადგენლები არიან. სტარტაპ მარკეტი სარეკლამო სააგენტო „ბეთერფლაის“ ორგანიზებით ტარდება.

ეს არის საქართველოში პირველი ალტერნატიული სავაჭრო სივრცე, რომელიც ორიენტირებულია მეწარმეების პოპულარიზაციასა და არსებული ეკოსისტემის შეცვლაზე. სტარტაპ მარკეტზე წარმოდგენილია ინდუსტრიული დარგები: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ხის ნაწარმი, კერამიკა, სურსათი, კვება, ინოვაცია, ონლაინ ბიზნესი, დეკორი. მათი რაოდენობა სულ 120 -ია. სპეციალურად მათთვის, ტერაბანკი განსაკუთრებულ შეთავაზებას ამზადებს:

გადარიცხვები ლარსა და დოლარში - უფასოდ, თანხის განაღდება ანგარიშიდან და ბანკომატიდან, ინტერნეტ ბანკინგი, სახელფასო ბარათები და ბიზნესბარათი - ასევე უფასოდ! - ეს არის წინადადება ტერაბანკისგან, რომლითაც ექსკლუზიურად ისარგებლებენ სტარტაპ მარკეტის მონაწილე მეწარმეები. როგორც ღონისძიების პარტნიორ კომპანიაში - ტერაბანკში ამბობენ, მათ ესმით, რომ დამწყები ბიზნესმენებისთვის მცირე ხარჯიც კი მნიშვნელოვანია, ამიტომ, გადაწყვეტილება უფასო საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების შესახებ მათ ძალიან მარტივად მიიღეს. გარდა ამ უპირატესობებისა, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებსა და მონაწილეებს საშუალება ექნებათ ტერაბანკის ფინანსური სახლს ესტუმრონ და ბანკირებისა და ანალიტიკოსებისგან მათი ბიზნესის განვითარებისთვის კონსულტაციები მიიღონ. ტერაბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს საუკეთესო პირობები შესთავაზონ, რადგან რებრენდინგის შემდეგ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ბანკის მთავარი პრიორიტეტია.

ტერაბანკი 17 წელია, რაც ქართულ საბანკო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. იგი შედის მძლავრ არაბულ საინვესტიციო კომპანია „დაბი ჯგუფში“, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მრავალპროფილურ ბიზნესს ფლობს: ტურიზმის ინდუსტრია, უძრავი ქონება, დეველოპმენტი, წარმოება, საბანკო და ფინანსური მომსახურება, საზღვაო ჭაბურღილები და ა.შ. „დაბი ჯგუფი“ ორიენტირებულია, მძლავრი ფინანსური რესურსითა და მართვის გამოცდილებით გააფართოოს ინვესტიციები ფინანსურ საქმიანობაში, მათ შორის - საქართველოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...