1 7 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ტყის კვირეული“ სტარტი 3 დეკემბერს მზიურში აიღო

„ტყის კვირეულმა“  სტარტი 3 დეკემბერს, მზიურში  აიღო, სადაც გაიმართა  ფოტო-გამოფენა და წარმოდგენილი იყო ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები. მისულ სტუმრებს უმასპინძლეს მოხეტიალე მხატვრებმა, მეგვირგვინეებმა, ილუზიონისტმა, ოჩოფეხებიანმა კლოუნებმა. ასევე, მოეწყო ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.

მანამდე, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩოგბურთის კორტებზე გაიმართა უნივერსიტეტების გუნდებს შორის გიგანტური ბუშტების ფეხბურთის ამხანაგური  მატჩები. გუნდები გაამხნევეს დრამერებმა რომლებიც თამაშის დასრულების შემდეგ მსვლელობას გაუძღვნენ და აქტივობა მზიურში დაასრულეს.

„ტყის კვირეულის მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გარემოს დაცვითი საკითხების მიმართ, თუ როგორ არის შესაძლებელი მდგრადად გამოვიყენოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსები, ვისარგებლოთ და არ შევავიწროვოთ ბუნება, ისევ ჩვენს სასიკეთოდ“, - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) რეგიონალური პარტნიორობისა და კომუნიკაციების ანა ცინცაძე.

„კვირეულის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანია გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის ფორმირება, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული საკითხების სწორ კომუნიკაციასა და პოპულარიზაციას. კვირეული მსგავსი ტიპის ღონისძიებებით გაგრძელდება და 10 დეკემბერს დასრულდება, - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე.

„ტყის კვირეული“წელს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას მოიცავდა. კვირას, 4 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  „ტყის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის“ პრეზენტაცია. ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები არიან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) კავკასიის წარმომადგენლობა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი, გიორგი სანადირაძე, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე და ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, შორენა ცხოვრებაშვილი.

2016 წელს,ტყის კვირეული პროექტისსატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)“  ფარგლებში იმართებაპროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მსოფლიო ბანკის, WWF და IUCN-ის ხელშეწყობით, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსში, უკრაინასა და რუსეთში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...