1 6 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

განახლებადი ენერგიის განვითარება საქართველოში - პაშა ბანკის მეორე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე ბიზნეს-კონფერენცია, რომელიც ამჯერად დაეთმო საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებას ჰიდროელექტროსადგრურების მაგალითზე.

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ESCO) და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერით.

MEETING ROOM-ის ამ შეხვედრამ უმასპინძლა ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ და ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს. შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა: ენერგეტიკული და სატარიფო პოლიტიკა; ჰიდროელექტროსადგურის ფინანსირებისთვის ძირითადი მოთხოვნები და საშუალებები; კერძო სექტორის გამოცდილება და გამოწვევები; ბიზნეს ეთიკა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ჰიდროელექტროსადგურის განვითარების პროცესში.

ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრეს შემდეგმა სპიკერებმა:

Ø  მარიამ ვალიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

Ø  ქეთი სანდროშვილი - ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის  (ESCO) საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

Ø  გიორგი ფანგანი - საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი

Ø  გოგა ჯაფარიძე - პაშა ბანკის კომერციული დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი

Ø  რადოსლავ დუდოლენსკი - „ჰიდროლეას“ აღმასრულებელი დირექტორი

Ø  გიორგი აბრამიშვილი - “Energy Solutions”-ის დამფუძნებელი

Ø  რონი სოლბერგი  -„აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი

ფორუმის მოდერატორი იყო ქეთი სანდროშვილი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის  (ESCO) საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

“6 დეკემბერს ჩვენ კვლავ ვშევიკრიბეთ MEETING ROOM-ის ფარგლებში, სადაც ამჯერად განვიხილეთ საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარება ჰიდროელექტროსანდგურების მაგალითზე. ჩვენ 2013 წლიდან ვთანამშრომლობთ ეკონომიკის მრავალ სექტორთან. ენერგეტიკა ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია ინფორმატიული იყო ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული ინვესტორებისათვის. MEETING ROOM-ის პირველი კონფერენციის წარმატების შემდეგ ჩვენ მეტად მოტივირებული ვართ გავაგრძელოთ კონფერენციათა სერია და ვგეგმავთ 2017 წელს კიდევ ორი შეხვედრის მოწყობას,“ – განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას.

MEETING ROOM - ის ფარგლებში პირველი კონფერენცია წელს 25 მაისს ჩატარდა და შეხვედრის თემა „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ იყო. აღნიშნული შეხვედრის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია და Colliers International.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...