0 9 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცხვირში საჯაროდ თითი რომ არ უნდა შეიყო, ამას სახლში ასწავლიან - ელისაშვილი ნარმანიაზე

„საერთოდ რა იცის ამ კაცმა, მაინტერესებს, რით არის დაკავებული,“ - ასე ეხმაურება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, დედაქალაქის მერის მიერ დღეს, მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას.

ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„თავის სამარცხვინო საქციელებს კიდევ ერთი მიუმატა ნარმანიამ. ტენდერები რა ცხადდება მის მერიაში და მის სტრუქტურაში არ იცის. საერთოდ რა იცის ამ კაცმა, მაინტერესებს, რით არის დაკავებული. თავის მოჭრაა და მეტი არაფერი, უბრალოდ ჩვენ რა დავაშავეთ, რომ ამ ყველაფერში უზარმაზარ ფულს ვიხდით, 75 მილიონს ვიხდით მერიის შენახვაში. ის რომ, ცხვირში საჯაროდ თითი არ უნდა შეიყო და სუფრაზე ხელებს არ უნდა ილოკავდე და ჩანგლით და დანით რომ უნდა ჭამო და არა ხელებით, ამას სახლში ასწავლიან. მაგრამ, ნარმანია ეტყობა თავის საახლობლოს ამეცადინებს ამ ყველაფერში,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნარმანიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ დავით ნარმანიას მიერ, დღეს მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, ქალაქის მერი არ არის საქმის კურსში იმ არა ერთ ტენდერთან დაკავშირებით, რომელიც ცხადდება მერიის სახელით.

„სამარცხვინოა, რომ მაგიდასთან ქცევის წესებს და ჩართვის წესების სწავლაში, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან თანხა უნდა დაიხარჯოს,“ - აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სევდია უგრეხელიძემ.

კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამაც.

„დედაქალაქის მერი 3 წლის თავზე არ უნდა აკეთებდეს შესაბამის განცხადებებს, რომ მან არ იცის, თუ რაზეა ტენდერი გამოცხადებული, რაზე გამოაცხადეს ტენდერი მისმა სამსახურებმა,“ - აცხადებს ვეკუა.

თბილისის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატი ბესიკ ქარცივაძე ამავე თემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შესაძლოა თბილისის მერი არ იყოს საქმის კურსში რამდენიმე ტენდერის შინაარსთანდაკავშირებით და ამაში გასაკვირი არაფერია.

„არის საკითხები, რომლებშიც მერი არ დგება საქმის კურსში,“ - აღნიშნა ქარცივაძემ.

დავით ნარმანია P.S-ში გასულ რეპორტაჟს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. საუბარია ეტიკეტთან დაკავშირებულ ტენდერებზე, თბილისის მერმა თანამშრომლებს მოუწოდა ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილონ, ვიდრე ეტიკეტის სწავლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...