0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საჩუქრის შეფუთვის 10 საუკეთესო ხერხი

საჩუქრების შეფუთვა საახალწლო სამზადისის საუკეთესო მომენტია, შეფუთვა კი - განსაკუთრებულად კარგად უნდა გამოიყურებოდეს! ერთი შეხედვით, ეს პროცესი შეიძლება რთულადაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა, სინამდვილეში სულაც არ არის ასე!

საახალწლო რჩევებით თქვენ შეძლებთ სტანდარტული შესაფუთი მასალის ნაცვლად, შექმნათ შემოქმედებითი, კრეატიული დიზაინი, თქვენ თვითონ შეფუთოთ მარტივად და რაც მთავარია, გაახაროთ საჩუქრის ადრესატი. სწორედ ამიტომ, სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია მანიმენი გთავაზობთ საჩუქრის შეფუთვის 10 ხერხს!

1. საახალწლო წერილი!

წერილის დიზაინის შესაფუთი საახალწლო ემოციებით გვავსებს! ეს ერთ-ერთი მარტივი და კრეატიული ხერხია, რისთვისაც ქაღალდთან ერთად მხოლოდ საფოსტო მარკა და ლენტა დაგჭირდებათ. ლენტა კი შეგიძლიათ შეარჩიოთ წითელ-თეთრ ფერებში, იმისთვის, რომ უფრო მეტად შექმნათ საახალწლო განწყობა.

2. მეოცნებეებისთვის და მოგზაურებისთვის!

თუ სასურველი საჩუქარი უკვე შეიძინეთ, შეგიძლიათ, კიდევ ერთ შეფუთვის ხერხს მიმართოთ. ყველას მოგვეძებნება სახლში ძველი ატლასი ან რუკა. თუ თქვენი საჩუქრის  ადრესატს მოგზაურობა უყვარს, მაშინ გამოიყენეთ რუკა საჩუქრის შესაფუთად, ამით მას ნამდვილად გაახარებთ!

3. თბილი შესაფუთი!

ზამთრისთვის იდეალური ხერხია შესაფუთი მასალისთვის ნაქსოვი ტანსაცმლის გამოყენება. ამისთვის კი მხოლოდ ძველი პულოვერის სახელო ან ქუდის პომპონები დაგჭირდებათ! შეფუთვა კი ნამდვილად გააოცებს თქვენ საყვარელ ადამიანს! ხოლო, თუ საჩუქარი საჭირო თანხის უკმარისობის გამო ჯერ არ შეგიძენიათ, მომართეთ MoneyMan.ge-ს.

4. გამოიყენეთ დეკორაციები!

იმ შემთხვევაში, თუ სასურველი საჩუქარი უკვე შერჩეული გაქვთ, შეგიძლიათ, კიდევ ერთი შეფუთვის ხერხი გამოიყენოთ. გააფორმეთ შეფუთვები ბუნებრივი მასალით, ასეთ მასალას იოლად იპოვით სკვერებსა და პარკებში. ამისათვის გამოდგება ჩამოცვენელი გირჩები, წიწვები, ფოთლები და პატარა ტოტები. შექმენით საახალწლო განწყობა!

5. ფიგურები

შთამბეჭდავი საჩუქრის შეფუთისთვის, მანიმენი მზადაა დაგეხმაროთ და გაგაცნოთ კიდევ ერთი მარტივი, მაგრამ ცოტა უცნაური გზა. ამისათვის გირჩევთ პირველ რიგში მოამზადოთ სასურველი ფიგურის ტრაფარეტი, იგივე სტენსილი. ამ ტრაფარეტის მიხედვით ამოჭერით სასურველი ფიგურა (მაგ: ნაძვის ხე) ნახევარ შესაფუთ ქაღალდზე, ამოჭრილი ნახევარი უბრალოდ მსუბუქად გადაკეცეთ და შეფუთვა მზად არის!

6. მოხატული შესაფუთი

შეფუთვის ეს ხერხი თქვენს ფანტაზიას უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ შესაფუთი მასალის მოსახატად აკვარელს გამოიყენებთ, პასტელს თუ სხვა საღებავს. რას დაახატავთ, ესეც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, ყველა შემთხვევაში შედეგი საინტერესო და უნიკალურია - ის ხომ ერთადერთი და განუმეორებელი იქნება!

7. ქაღალდის ყუთები

კიდევ ერთი მარტივი და კრეატიული ხერხი MoneyMan-ისგან - დროულად შეიძინეთ საჩუქარი, მერე კი შეარჩიეთ საინტერესო, თემატური და შესაფერისი შეფუთვა, მაგ: სხვადასხვა ფორმის ქაღალდის ყუთები. კარგი იქნება, თუ ყუთისთვის განკუთვნილ ქაღალდზე წინასწარ დაბეჭდავთ ან დაახატავთ რამეს.

8. გამოიყენეთ მაქმანები!

მაქმანი ძალიან უხდება სასაჩუქრე ყუთს თუ სხვაგვარ შეფუთვას, საახალწლო საჩუქარს კი - განსაკუთრებულ სითბოს სძენს. ეს ხერხი საჩუქრების დეკორირების საუკეთესო საშუალებაა.

9. ოქროსფრად შეღებილი შესაფუთი ელემენტები

საკმაოდ იოლია ნებისმიერი მარტივი რამ უეცრად დეკორაციად აქციოთ. ამისათვის საკმარისია გქონდეთ შესაფერისი საღებავი-სპრეი. ოქროსფრად შეღებილი ტოტები, გირჩები, და ფოთლები ამშვენებს საჩუქარს და საახალწლო განწყობას ქმნის.

10. გამოიყენეთ ბრჭყვიალები!

სასაჩურე შეფუთვის გასაფორმებლად გამოიყენეთ ნებისმიერი ფერის ბრჭყვიალა ე.წ. მტვერი. მისი დამაგრება ქაღალდზე შეგიძლიათ ორმაგი სკოჩით ან წებოთი. ასეთი შეფუთვა უფრო მდიდრულად და სადღესასწაულოდ გამოიყურება. ხოლო, თუ ამ მომენტში საჭირო თანხა არ გაქვთ, მომართეთ მანიმენს, ნუ იფიქრებთ ზედმეტ დანახარჯებზე, დატკბით საახალწლო შოპინგით!

MoneyMan.ge-ს ლიმიტი, ახლა უკვე, 1800 ლარამდე გაიზარდა. არ იფიქროთ გაუთვალისწინებელ ხარჯებსა და დამატებით ვალდებულებებზე!  ისარგებლეთ საუკეთესო მომსახურებით, მიიღეთ საჭირო თანხა, სულ რაღაც 15 წუთში და არ მოიკლოთ სიამოვნება.

ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე - აისრულე სურვილები დღესვე!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირიდით მანიმენის ქოლცენტრს: +995 322 470017

მიწერეთ facebook-ზე: https://www.facebook.com/MoneyMan.ge/


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...