მსოფლიო
სასაზღვრო პოლიციის თანამდებობაზე დავით ნიკოლეიშვილი დაინიშნა
2016-12-05 10:54:55
სასაზღვრო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ყავს. ამ თანამდებობაზე დავით ნიკოლეიშვილი დაინიშნა. ის უკვე წარუდგინა შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს.
გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის ახალ ხელმძღვანელთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
„რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის, ეს ადამიანი აზროვნებს სახელმწიფოებრივად და ყველა გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ნიშნით," - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
დავით ნიკოლეიშვილმა მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის განახორციელებს დაგეგმილ რეფორმებს, რათა სასაზღვრო პოლიცია ჩამოყალიბდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, წარმატებულ სტრუქტურად.
კომენტარები