1 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„m2 უძრავი ქონება“ ქალთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა

2 დეკემბერი, 2016 წელი - კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივ ინიციატივას - ქალთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილება „m2 უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ კონფერენციის "ქალთა გაძლიერების პრინციპები: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს“ დასრულების შემდეგ ხელმოწერით დაადასტურა.

კონფერენციაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ („სიდა“) მიერ იყო ორგანიზებული, „m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე მოხსენებით წარდგა. შორენა დარჩიაშვილმა სხვა კერძო კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  „m2 უძრავი ქონების“ გენდერული პოლიტიკა და სამომავლო გეგმა გააცნო. მან კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერის შედეგად „m2 უძრავი ქონება“ იღებს ვალდებულებას, მოახდინოს აქტიური კომუნიკაცია ქალთა გაძლიერების საკითხებზე. ასახოს აღნიშნული საკითხები შიდა განაწესსა და კომპანიის პოლიტიკაში. m2 იზრუნებს ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ. გარდა ამისა, გენდერული ბალანსის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის გამორიცხვის მიზნით გააკონტროლებს სტატისტიკას.

m2 უძრავი ქონება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. კომპანია აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის, შშმ პირებისა და განათლების საკითხებზე. დღეიდან კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის 3 ძირითად მიმართულებას ქალთა გაძლიერების საკითხიც დაემატა. 

  -ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიის m² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს  ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას.  m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...