1 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"თქვენ როცა პლეხანოვზე ძველბიჭობდით, მე წიგნს ვკითხულობდი" - წულუკიანი ხოშტარიას

რუსთავი 2-ის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრის, ელენე ხოშტარიას მიერ დასმული კითხვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხმაურიანი განცხადებების საფუძველი გახდა. ეკა ბესელიამ, რომელიც კომიტეტის სხდომას უძღვებოდა, ელენე ხოშტარიას გაფრთხილებაც მისცა, თეა წულუკიანმა კი ოპოზიციონერი დეპუტატის და საკუთარი წარსული ერთმანეთს შეადარა. 

"ილუზია არ გვქონია, რომ რეალურ პასუხებს მოვისმენდი. ქალბატონო თეა თქვენ გამოირჩეოდით ენთუზიაზმით რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ურთმელიძის გადწყვეტილება, რომელმაც ამერიკასა და ევროპაში მართლმსაჯულებისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა, თქვენ წარმატებულად შეაფასეთ და მიულოცეთ ურთმელიძეს ტესტის ჩაბარება, რადგან მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილის წინაშე არ უნდა აბარებდნენ ტესტებს," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

"მივესალმები ნაციონალური მოძრაობის წევრების მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში. გილოცავთ, რომ გაემიჯნეთ მავანს, რომელიც გვირაბით აპირებდა საქართველოსთან კავშირის დამყარებას. 

"ბავშვობაში და ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით არასდროს. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით. არც ფეხბურთში არ გეჯიბრებოდით. სანდრო გიგრგვლიანის მეგობარი, რომ ზიხართ იქ, სადაც ზიხართ, ვიზიარებ. 

"ურთმელიძის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, იქნებ რუსთავი 2-ის გარდა, სხვა არხებსაც მოუსმინოთ, გაიგოთ რომელმა მინისტრმა რა თქვა. რუსთავი 2-ის ბედი არ მაინტერესებს, არც მისი მოწინააღმდეგის ბედი. თქვენ გწყინთ, რომ სასამართლოს ვეღარ აკონტროლებთ," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს კითხვა ოთო კახიძემაც დაუსვა. დეპუტატი დაინტერესდა თუ რატომ წააგო სამინისტრომ სტრასბურგში მერაბიშვილის საქმე და რატომ არ გამოაცხადა ინტერპოლმა ძებნა მიხეილ სააკაშვილზე. 

"სტრასბურგმა თქვა, რომ ვანო წინასწარ პატიმრობაში კანონიერად იყო, ეს ასეა. მიშას და ადეიშვილს რაც შეეხება, რომლის მოადგილეც თქვენ იყავით, ვიცი მაშინ კომფორტულად იყავით და ახლა მე არ მოგწონვართ, გასაგებია, ეს ჩემთვის კომპლიმენტია," - აღნიშნა წულუკიანმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...