1 4 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ცნობილია

ჩამოტვირთვა

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ცნობილია

პარლამენტიდან სამთავრობო გუნდში ბრუნდება კახა კალაძე, კვლავ ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე. კალაძე, ასევე დაიკავებს ვიცე პრემიერის თანამდებობას.

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია გახდა, ვიცე პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ფინანასთა მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, რომელიც ნოდარ ხადურს ჩაანაცვლებს.

ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. მას ზურაბ ალავიძე შეცვლის. 

თავისუფალი დემოკრატების ყოფილმა წევრმა ვიქტორ დოლიძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე დავით ბაქრაძე შეცვალა. ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს. 

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად 19 მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს. ამის შემდეგ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას საკომიტეტო, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მოუსმენს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები