0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საშინელი წარმოსადგენია, რომ ასეთ ი რამ ნებისმერს შეიძლება დაემართოს!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“  19 წლის ბექა ჩაფიძის ტრაგიკულ ისტორიას გაგაცნობთ.

ერთი წლის წინ, ძლიერი და ენერგიული ბექა მთელი ოჯახის საყრდენი იყო. მიუხედავად ასაკისა, 17 წლიდან ბექა მშენებლობაზე მუშაობდა და მეუღლეს და პატარა შვილს ყველაფრით უზრუნველყოფდა. მაგრამ ერთი წლის წინ, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, მე–5 სართულიდან ჩამოვარდა და მრავლობითი მოტეხილობა, ხერხემლის და ზურგის ტვინის დაზიანება მიიღო. არავინ აძლევდა გადარჩენის იმედს, ბექა ერთი თვე კომაში იყო, ხელოვნური მართვის აპარატზე მიერთებული.

როდესაც ბექა პალატაში გადაიყვანეს, მირანდას ყოველ დღე მიჰყავდა მასთან პატარა მარიამი. ეს ეხმარებოდა ბექას ცნობიერების დაბრუნებაში და გამოჯანმრთელებისთვის ძალას  მატებდა.

გადატანილი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, ბექას უკვე შეუძლია ხელის მოძრაობა,  მაგრამ წელს ქვევით ჯერაც პარალიზებულია და ნებისმიერი მოძრაობა მას უძლიერეს ტივილს ანიჭებს. მიუხედავად ყველაფრისა ბექა ცდილობს გაიღიმოს და რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს შვილთან.

ოჯახმა ბექას სამკურნალოდ ყველანაირი რესურსი ამოწურა, რეაბილიტაციისთვის კი თანხა საერთოდ არ დარჩათ. ხოლო ბექამ თუ ახლა არ ჩაიტარა სარეაბილიტაციო კურსი, მერე შეიძლება დაგვიანდეს. ეს ერთადერთი შანსია ბექასთვის რომ კვლავ დადგეს ფეხზე.

ამ უმძიმეს პერიოდში მირანდა იმედს არ კარგავს, მეუღლეს  გვერდში უდგას და სულ უმეორებს, რომ ერთად ყველა დაბრკოლებას  დაძლევენ. ის უვლის ბექას და აკეთებს ყველაფერს შესაძლებელს და ზოგჯერ შეუძლებელსაც კი, რომ მას ტკივილები შეუმსუბუქოს და გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს.

ჩაფიძეების ოჯახი მხოლოდ კეთილი ხალხის იმედადაა დარჩენილი.

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ბექა ჩაფიძის მხარდასაჭერად. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ამ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ  ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: ბექა ჩაფიძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/159/

არავინაა დაზღვეული ასეთი უბედურებისგან, არავინ იცის რა მოგველის ხვალ...

მეგობრებო! თქვენი მხარდაჭერით ფონდი უკვე ბევრ ადამიანს დაეხმარა და ბევრი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა! გვჯერა რომ ამ ახალგაზრდების გასაჭირსაც გულთან ახლოს მიიტანთ და მათ დახმარებასაც შეძლებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...