0 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრემიერ-მინისტრმა "აიპლუსის" განცხადების საფუძველზე სახელმწიფოუწყებებს მოკვლევის დაწყება და ანგარიშის მომზადება დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავარ პროკურატურას,იუსტიციის საბჭოს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ("აიტექნიკის" ფიქტიური მფლობელის ვალერიან ცერცვაძის) შესახებ მოკვლევის დაწყება და ანგარიშის მომზადება დაავალა, - ამის შესახებ ინფორმაციას შპს "აიპლუსი" ავრცელებს.

"აიფონ პლუსი" პრემიერ-მინისტრის მიმართვის მცირე ნაწილსაც ასაჯაროებს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ შესაბამისი სამსახურები ადექვატურად და ოპერატიულად ჩაატარებენ მოკვლევას.

"მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრს სწრაფი რეაგირებისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ მოსამართლის განჩინება იქნება სამაგალითოდ სამარცხვინო ფაქტი იმისთვის, რომ თუ როგორი დაკვეთაც არ უნდა ჰქონდეს მოსამართლეს, მომავალში აღარ გაიმეოროს მსგავსი თავხედური, უსირცხვილო და უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა. მოსამართლე მსგავსი გადაწყვეტილებებით მთელს სასამართლო სისტემას აყენებს შეურაცხყოფას და მის მიერვე გამოტანილ განჩინებაში ნათქვამ ბალანსის დაცვის შესახებ კანონს ფეხქვეშ თელავს.

მოსამართლემ ერთი მხარის ინტერესები ისე დააკმაყოფილა, რომ არ გაითვალისწინა თუ რა ზიანი მიადგებოდა მეორე მხარეს. აღარაფერი რომ ვთქვათ, იმ არაპროფესიონალიზმსა და უგუნურების ზეიმზე რის საფუძველზეც განსახილველად მიიღო სრულიად უსაფუძვლო, გაუგონარი და უპრეცედენტო გადაწყვეტილება, მან ერთი მხარის ინტერესების გასატარებლად მეორე მხარეს ყადაღა დაადო. მოსამართლემ მოპასუხე მხარე უპასუხოდ გააჩერა და ფაქტობრივად გაანადგურა კომპანია.

ჩვენ (კომპანია "აიპლიუსმა") დროებით შევაჩერეთ უცხოელი დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს უცხოელი პრტნიორების და მათი საგარეო უწყებებისათვის მიმართვა, რადგან ჩვენ ვართ მაღალი პასიხისმგებლობის მქონე კომპანია  და ვცდილობთ ვიმოქმედოთ სახელმწიფო და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებენ შპს "აიპლუსში".

"აიპლუსს" შპს "აიტექნიკი" ფეისბუქ გვერდზე ჰაკერულ შეტევების განხორციელებასადა გვერდის გაუქმებას ედავება, რის გამოც "აიპლუსის" ანგარიშები 1 600 000 ლარით დაყადაღდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...