1 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ განვსაზღვროთ სწორად ჩვენი გადახდისუნარიანობა

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ფულს ვსესხულობთ? არ აქვს მნიშვნელობა თანხას ონლაინ ვიღებთ, თუ ახლობელს ვთხოვთ, ფაქტია, რომ ხელფასის აღების დროს მისი გადახდა გვიწევს. არა ერთხელ გამიგია ნაცნობებისგან, რომ მეგობრისგან ნასესხებ ფულს ვერ აბრუნებენ, რადგან სხვა ხარჯებიც ძალიან ბევრი აქვთ და ასე რომ მოიქცნენ „მთელი თვე ნულზე იქნებიან“. რისი ბრალია ეს? იმის, რომ ხშირად ვერ ვაკონტროლებთ, ვახარისხებთ და ვიაზრებთ ჩვენი შემოსავლის რაოდენობას, იმას, თუ რამდენს გავწვდებით თვის ბოლოს და ასე შემდეგ.  

     რა ვარიანტები არსებობს, როცა ფული სასწრაფოდ გჭირდებათ? პირველი - სთხოვოთ ახლობელს და მეორე, მიმართოთ ონლაინ სესხს დახმარებისათვის. მოდით, უფრო კარგად გავიაზროთ ორივე შემთხვევა.  კი ბატონო, დაურეკეთ ნიკას, ნინოს, მოკლედ ერთ-ერთ მეგობარს,  სთხოვეთ გარკვეული რაოდენობა და შეპირდით, რომ ხელფასზე აუცილებლად დაუბრუნებთ ნასესხებ ფულს. გავიდა დრო, თვის განმავლობაში არაერთი ხარჯი დაგიგროვდათ, ხან ბავშვს დასჭირდა რაღაცის ყიდვა, ხან დაბადების დღეზე დაგპატიჟეს ან ქორწილში, შეიძლება ლამაზი კაბის ყიდვა მოგინდათ. ბოლოს კი   ხელფასის დღეს ხვდებით, რომ აღარ გრჩებათ თანხა ვალის გადასახდელად. რა უნდა მოიმოქმედოთ ამ მომენტში? მეგობართან უხერხულია, მაგრამ ფაქტია, უფულოდ მთელი თვე ვერ დარჩებით. მას გადაუხადოთ და ახლა სხვას სთხოვოთ?... ალბათ, არ არის სასიამოვნო სამეგობროში ყველას რომ ამ პრობლემით მიმართავთ. მოკლედ, სიტუაცია ნამდვილად არასასიამოვნოა.

    მოდით, განვიხილოთ მეორე ვარიანტი - როცა ფული ძალიან დაგჭირდათ, აიღეთ ონლაინ სესხი. ამ შემთხვევაში თვითონ ირჩევთ თანხის ოდენობას და გადახდის დროს. თუ ისევ ვერ გააკონტროლეთ შემოსავლები და ხარჯები თვის მანძილზე და ისევ შეიქმნა გამოუვალი სიტუაცია, თუ ისევ მიხვდით, რომ ვალის გადახდის შემთხვევაში ფული აღარ გრჩებათ, ccloan-თან დაკავშირების დროს შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. თქვენ უბრალოდ გადაავადებთ  არსებულ სესხს გარკვეული დროით და სრულად გადაიხიდით შემდეგ ხელფასზე. ძალიან მოსახერხებელია ის მომენტი, რომ სესხის მთლიანად გადახდის დროის გადაწევა არა ერთხელ შეგიძლიათ. მარტივად, იხდით პროცენტს და მთელი თვით თავისუფალი ხართ. ადამიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და თუ ასე მოხდა არ გაბრაზდებით,  ნუ აიძულებთ თავს მთელი თვე ცარიელი საფულით იაროთ. მთავარია, შემდეგ თვეში გაითვალისწინოთ მოსალოდნელი შედეგები და ფული უფრო გააზრებულად დახარჯოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...