1 5 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს.

მაჟორიტარობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ტყვიავის, მარანას , დიცისა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა. თემურ ხუბულურმა ადგილობრივებს 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ და ქვეყნის უკეთესი მომავლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ მე მჯერა ჩემი რაიონის მოსახლეობის .

მათ არაერთხელ გამომიცხადეს მხარდაჭერა და ნდობა,მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს 30 ოქტომბერს მივიდეს საარჩევნო უბანზე და ჩვენი ქვეყნის წინაშე დაკისრებული მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს, რამეთუ მათი სწორი არჩევანი ჩვენი ქვეყნის ნათელი ხვალინდელი დღის საწინდარია“,-განაცხადა თემურ ხუბულურმა.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენმა ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში მთელი რიგი ბარიკადები და პრობლემები დაძლია, ყველა სფერომ ფუნდამეტური და ამავდროულად ნაყოფიერი ცვილებები განიცადა.

 გატარებული რეფორმები მხოლოდ ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალსა და კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება.ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკურ განვითარებას ეფუძნება.

გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, რაც მიმართული იქნება სახსრების გამოთავისუფლებაზე და მათ გადანაწილებაზე პრიორიტეტული მიმართულებებით.

 ამასთან, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა.ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას.

მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს“,- განაცხადა თემურ ხუბულურმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.

(რეკლამა)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...