1 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ტრანსგენდერი საბი კაცის ტანსაცმლით, როგორც ბიჭი ისე დაკრძალესო"

 ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე  ტრანსგენდერების თემას ეხმაურება და საკმაოდ ემოციურად აღწერს ერთ-ერთი გარდაცვლილი ტრანსგენდერის გასვენებაში მოსმენილ ამბავს : "ტრანსგენდერი საბი რომ მოკლეს, ერთმა გოგომ, ვინც დაკრძალვას ესწრებოდა, მოყვა, - კაცის ტანსაცმლით, როგორც ბიჭი ისე დაკრძალესო. ახალშობილს რა მოლოდინითაც შეხვდნენ, აქედანაც იმ სახით გააცილეს. დაკრძალეს სოფელში, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ერთ სოფლის ქალს ტირილით უთქვამს, - ის უნდა ჩაგეცმიათ, რის ჩაცმაც მოსწონდაო. ამ სიფაქიზემ, ემოციური ინტელექტის ასეთმა გამოვლინებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ეს თითქოსდა ჩვეულებრივმა, უბრალო სოფლის ქალმა თქვა და არც იცის, რა დიდია, რა ნათელია. ეს არ უთქვამს დიდ ქალაქში მცხოვრებ ევროპელ ქალს, რომელსაც შეიძლება შინაგანად არც უგრძვნია, მაგრამ დაასწავლეს, რომ ადამიანი, თავისი ნებისმიერი ფორმით, გამოვლინებით, ადამიანია და რომ ადამიანებს, უკლებლივ ყველას, ჩვენი ტანჯვა გვაქვს, საკმარისი იმისთვის, რომ არავის შურდეს ჩვენი არსებობა, და საკმარისზე მეტი იმისთვის, რომ არავის ვძულდეთ, მითუმეტეს არ ვძულდეთ ჩვენი წილი ტანჯვის გამო. ამ კვირაში კიდევ ერთი ტრანსგენდერი გაუმეტებიათ სასიკვდილოდ. ერთი წუთით რომ წარმოიდგინოთ, გაიღვიძეთ ერთ დღეს და აღმოაჩინეთ, სხვა სხეულში ხართ დამწყვდეული, პატიმარი ხართ და ვერ გამოგირღვევიათ ხორცის მტანჯველი კედლები. დამწყვდეულია თქვენი სული უცხო სხეულში. იქნებ ოდნავ მაინც გამქრალიყო ზიზღი და ოდნავ მაინც გაგვჩენოდა თანაგრძნობა სხვის მიმართ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...