1 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ღებავს თუ არა პურს „ლიტვური საცხობი“- ფოტო, რომელმაც ინტერნეტ მომხმარებლები შეძრა

     ქართულ ბაზარზე უამრავი სახეობის შავი პური იყიდება, თუმცა, მათი სიმრავლის მიუხედავად, მომხმარებელს მაინც უჭირს არჩევანის გაკეთება.
არც ერთ პურს არ უკეთდება ისეთი რეკლამა, როგორიც „ლიტვური საცხობის“ პურებს.. რეკლამა თავის მხრივ მაცდურია და მომხმარებელიც დარწმუნებულია, რომ მათი წარმოებული პური ტრადიციული ლიტვური ტექნოლოგიით მზადდება, რაც თავისთავად წარმოების პროცესში ნატურალური ფერმენტირების მეთოდის გამოყენებას გულისხმობს, ასევე ლიტვიდან იმპორტირებულ უმაღლესი ხარისხის ჭვავის ალაოს გამოყენებას.. თუმცა ილუზია მაშინ ქრება, როცა მაღაზიის დახლიდან ნაყიდ პურს, ამ შემთხვევაში ლიტვვური საცხობის უსაფუარო შავ პურს სახლში მიიტან და აღმოაჩენ რომ შეღებილია.. სწორედ ასეთი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა ერთ-ერთი  მომხმარებელი,მან პურის გახსნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა ფერის იყო, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ პური შეღებილი იყო.. მომხმარებელმა პურს მაშინვე ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მინაწერით :

“ესეც მაღალი "ტექნოლოგიებით დამზადებული" ლიტვური შავი პური, სულ არ არის შეღებილი ვინმემ დათაგეთ მათი გვერდი რა Lithuanian Bakery” 
ფოტომ სოციალური ქსელი მოიარა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ვინაიდან ისედაც ძალიან ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ შავი და რუხი პურები სინამდვილეში თეთრი პურია, რომელსაც ღებავენ. აღნიშნული პურის ფოტო თავად „ლიტვური საცხობის“ ფეისბუქ გვერდზეც ატვირთეს, რაზეც ადმინისტრაციამ ასეთი პასუხი გასცა:
„თუ კი ეს პური თქვენ შეიძინეთ, გთხოვთ, მოგვიტანოთ, გვაჩვენოთ და ერთად წარვადგინოთ ექსპერტიზაზე თუ რამდენად ჩვენი პროდუქტია. შეგიძლიათ, თავადაც წაიღოთ და ჩაუტაროთ ექსპერტიზა და დარწმუნდეთ, რომ ჩვენი ბრენდის ფალსიფიკაციას აქვს ადგილი.უკვე არა ერთხელ მოხდა მსგავსი ფალსიფიცირებული პროდუქტის ჩვენს პროდუქტად გასაღება.გარწმუნებთ, ჩვენ ვაწარმოებთ, აბსოლუტურად, ჯანსაღი ინგრედიენტებისგან დამზადებულ პურებს.გისურვებეთ წარმატებას.“
   აღსანიშნავია, რომ "ლიტვური საცხობის" მწარმოებლების მიმართ  ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ჩნდება პრეტენზია, რომ ე.წ. „შავი პური“ სხვადასხვა საღებავით არის გაშავებული.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...