1 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის ცენტრში დათვს ეძებენ

ჩამოტვირთვა

თბილისის ცენტრში დათვს ეძებენ. მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის 4 ეკიპაჟი ამ დროისთვის საბურთალოს რაიონში მუშაობს. ისინი ათვალიერებენ სკვერებს, სარდაფებს, სადარბაზოებს.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ცხელ ხაზზე ადგილობრივმა მცხოვრებმა დარეკა, რომელიც ამტკიცებდა, რომ იყალთოს ქუჩაზე დათვის ბელი დაინახა. 

დედაქალაქში დათვის ძებნა წუხელ ღამით დაიწყო. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, ცხოველის დაკარგვას არც ზოოპარკში და არც ცირკში არ ადასტურებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები