1 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი

ჩამოტვირთვა

დაპირისპირება იყო გუშინ საღამოს ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისაში. ნაცემია ნაციონალური მოძრაობის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. დავით მახათაძის თქმით, მას სოფლის რწმუნებული გაუსწორდა.

როგორც ყვება, რწმუნებული მოგვიანებით ისევ მიბრუნდა მის სახლში თანმხლებ პირებთან ერთად და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მისი ოჯახის წევრებსაც. დაზარალებულის ინფორმაციით, თავდასხმა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

დავით მახათაძე და მისი ოჯახის წევრები სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ცემის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები