2 2 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნაციონალური მოძრაობის აქცია თბილისში

ჩამოტვირთვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია თბილისში დაიწყო. შეკრებილებს დავით ბაქრაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერს არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს.

„სამი დღე დარჩა ჩვენი და საქართველოს გამარჯვებამდე, გილოცავთ ყველას... არჩევნების მოგებას ვაპირებთ სიმშვიდით, ერთად დგომით, პატრიოტიზმით, ასე მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, ყველა ერთად. ეს არის ჩვენი პასუხი ყველა იმ გამოწვევაზე, რომელსაც ჩვენ გვიქმნიან," - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასაც გამოეხმაურა. მან სოლიდარობა გამოუცხადა იმ ადამიანებს, ვინც, მისი თქმით, "ტერორისტული აქტის" შედეგად დაშავდნენ.

"საქართველოში დაბრუნდა დრო, როდესაც თბილისის ცენტრში მანქანაში ადამიანებს, პოლიტიკურ ლიდერებს აფეთქებენ. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ არაფრის არ გვეშინია," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

დავით ბაქრაძის თქმით, გუშინ მომხდარი აფეთქების გამო აქციაზე დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები