1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საკონსტიტუციო სასამართლომ ,,რუსთავი 2"-ის სარჩელი დააკმაყოფილა

   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა. 
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი მუხლის, ზ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სადაო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.

   ასევე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ამავე კოდექსის 269-ე მუხლი, მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი მუხლის, ზ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას ითვალისწინებს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ასევე სარჩელის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გათვალისწინება იმ პირობებში, როდესაც ამ ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე, არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდე მხარისთვის მიყენებულ ზიანს. 

   ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, ტელეკომპანიის წილებზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა და ტელევიზიის წილები ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ადვოკატები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას და კომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნას ითვალისწინებდა. 
წყარო :http://www.interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...