მსოფლიო
„ქართული ოცნების“ კონცერტზე დაჭრილი 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა
2016-09-30 10:44:33
ფონიჭალაში, "ქართული ოცნების" კანდიდატის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტზე დაჭრილი მოზარდი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მაჟორიტარობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას მხარდასაჭერ კონცერტზე გარდაცვლილმა ახალგაზრდამ "რა გეკონცერტებათ" წამოიძახა, რასაც ხმაური მოჰყვა და ინციდენტი დაჭრით დასრულდა.
კლინიკა "მედ ჯორჯიაში" ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ გარდაცვლილია 15 წლის ბიჭი.
პარალელურად მიმდინარეობს დაკითხვა. ამ დროისთვის უცნობია არის თუ არა დაკავებული შემთხვევაში მონაწილე, რომელიმე პირი.
კომენტარები