1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით სონღულაშვილი: კახეთის ტურიზმის პოტენციალი ამოუწურავია

"გურჯაანს ძალიან დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ განვითარდეს. უმუშევრობასთან ბრძოლა და ზოგადად დასაქმების პრობლემის მოგვარება, რაც სწრაფი ეკონომიკური განვითარების პარალელურად მოიაზრება, ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რაზეც ჩვენ აქცენტს მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვაკეთებთ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით." - განაცხადა "ართული ოცნების" გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა  დავით სონღულაშვილმა.

"მაგალითად, სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო პროგრამების ამოქმედებით 2017 წლისთვის შეიქმნება 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. ეს პროგრამებია „აწარმოე საქართველოში“, „უმასპინძლე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და სხვ. ამის გარდა, იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბებიც. შესაბამისად მომავალი წლისთვის მხოლოდ ამ პროექტების ფარგლებში შეიქმნება 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და პლუს ერთიანი ინფრასტრუქტურული სივრცე, მოგეხსენებათ ეკონომიკური განვითარების საფუძველი იქნება, რაც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების მდგრადობას.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს რეგიონს, კახეთს, აქ ბუნებრივია პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ მიმართულებით ექსპორტის ხელშეწყობაა. თუმცა, მე ვისაუბრებ ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე კახეთში. ჩვენ მთლიანად რეგიონის ერთიან ტურისტულ სივრცედ აღვიქვამთ და ტურიზმის განვითარებას კომპლექსურად ვუყურებთ. ამ მხრივ მუშაობა უკვე დაწყებულია და ბევრი პროექტი გაკეთებულია. თუმცა შემდეგი 4 წლის განმავლობაში უფრო მეტი გაკეთდება.

მე შემიძლია სათითაოდ ჩამოგითვალოთ ის პროექტები, რაც იგეგმება ტურიზმის მიმართულებით კახეთში. ესენია: ფუნიკულორის მშენებლობა ცივის მთაზე თელავში, ახტალის კურორტის რეაბილიტაცია, რომელიც მიზიდულობის ცენტრი გახდება გამაჯანსაღებელი ტურიზმისათვის, გურჯაანში გაიმართება ღვინის საერთაშორისო მუდმივმოქმედი ფესტივალი, რომელიც ტრადიციულ სახეს მიიღებს, ჩვენ გვაქვს პროექტში რომ აღვადგინოთ ველისციხის ისტორიული ცენტრი, რომელსაც აქვს პოტენციალი ახალი ქალაქი მუზეუმი გახდეს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საოჯახო მარნების განვითარება, სადაც იქნება ექსკლუზიური ღვინოები, რომელიც არა მხოლოდ ტურიზმისთვის, ასევე სოფლის მეურნეობისთვის იქნება ახალი სიცოცხლის მიმცემი. და ბოლოს, რაც მთავარია და აკლია ახლა კახეთს, განვითარდება მცირე სასტუმროების და გესთჰაუსების ქსელი ღვინის გზის პარალელურად.

მისი თქმით, ამ ყველაფრისთვის კი იქნება საჭირო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.

"ალბათ უკვე იცით, იგეგმება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ჩქაროსნული გზატკეცილი მშენებლობა 2018 წლისთვის, გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა თელავამდე ბაკურციხიდან, ასევე თუშეთის გზის რეაბილიტაცია, თელავის აეროპორტისა და ომალოს აეროდრომის აღდგენა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის.

და ბოლოს, ეს ყველაფერი დაგვირგვინდება კახეთის რკინიგზის ქსელის რებილიტაციითა და ეროვნულ ქსელში ჩართვით. ჩვენ მთელს საქართველოს დავუკავშირდებით და მოქალაქეს შეეძლება ბათუმიდან პირდაპირ თელავში მატარებლით ჩასვლა რამდენიმე საათში.

სახელმწიფო პროექტები, სოფლის მეურნეობა და ტურმიზი არის დასაქმების მთავარი წყარო მომავალი 4 წლის განმავლობაში კახეთისთვის." - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

(რეკლამა)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...