1 9 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავარია თუ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ?

მემკვიდრეობით, გენეტიკურად  მატყუარა  და ცრუ  ადამიანი  ხარ დიმიტრი ხუნდაძე!!!

კანონმდებელი, რომელიც   გამოდის  და მედია  საშუალებების დახმარებით    საჯაროდ  არღვევს  უდანაშაულობის პრეზუმციას და  საქვეყნოდ დამნაშავედ  აცხადებს  49 წლის  ხეობელ ადამიანს  სხვა  რა უნდა ვუწოდოთ? ბატონო დიმიტრი  13  წლის ვაჟკაცი კაცი ეზრდება  გია  ჩიტიშვილს  სახლში.  ადამიანს, რომელსაც  არაფერი  გიკეთებიათ 4  წლის  განმავლობაში  დღეს  თავი რითი გინდათ  დაგვამახსოვროთ  ხეობელებს? - თაობები უნდა დააპირისპიროთ ერთმანეთს? - ნათესავები უნდა  გადაამტეროთ?!!

წლების წინ  თქვენი  წინაპრის   უღირს  საქციელზე  საუბრობდა  მთელი ხეობა,  დღეს  კი მთელი წეროვანი - თქვენზე ...

არანაირი საგზაო ინციდენტი არ ყოფილა! -  იყო   პროვოკაცია.

არანაირი დაზარალებული არ არსებობს! - იმიტომ რომ  არ ყოფილა  ფაქტი.

უფრო დეტალურად: ინციდენტი, უფრო სწორად  არც თუ ისე კარგად დაგეგმილი    პროვოკაცია  გუშინ დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.  სახლისკენ მიმავალი გია  ჩიტიშვილი იხსენებს, რომ დაინახა, როგორ გააკეთა უცნაური მოძრაობა ზეინაბ  მეტრეველმა, რომელიც  თითქოს მის  გამოჩენას ელოდებოდა.  „ ჩავთვალე რომ ქუჩაში მიმავალი ცუდად გახდა. მანქანიდან   გადმოვედი  და  დახმარება შევთავაზე.  ზეინაბ მეტრეველმა მიპასუხა     დამეჯახეო.   მანქანას  შევხედე,   მტვერიც კი       არ იყო  არსად  გადაცლილი. რამე იტკინეთთქო, მიპასუხა  არაფერიო და ისეთი სისწრაფით  წამოდგა  და  წავიდა, რომ მეტის  ვერაფრის  თქმა  ვერ მოვასწარი.   ამ ინციდენტიდან  4 საათის გასვლის  შემდეგ  სახლში მოსულა, სადაც ჩემი  მეუღლე და  სიდედრი დახვდა.  ზეინაბ მეტრეველს უთქვამს ტელეფონი დამიზიანდა  რომ წავიქეცი და ახალი ტელეფონის შესაძენად ფული მომეცითო.    ინციდანტიდან   6  საათის  გასვლის  შემდეგ  გულის  ტკივილის მიზეზით სასწრაფო გამოიძახეს  და ისე გადაიყვანეს  მეტრეველი   საავადმყოფოში“.

ახლა  ჩვენი დიაგნოზიც მოისმინეთ  ბატონო დიმიტრი !!!  ზეინაბ მეტრეველის  საქციელი  უფრო ნერვიულ შეტევას ჰგავს  დავალების  ჩავარდნის  შემდეგ.   რომლის თვითმიზანი  ის იყო, რომ   როგორღაც  გია  ჩიტიშვილის  სახლიდან   ფული წამოეღო, ვითომდა  დაზიანებული ტელეფონის  სანაცვლოდ, შემდეგ კი თქვენ   ააფრიალებდით უკვე  „შემდგარ  ფაქტს“    როგორც  ამომრჩევლის მოსყიდვის   ფაქტი.

·         თუ ეს  ასე არ არის, მაშინ  რას  ნიშნავს ინციდენტიდან  4  საათის  შემდეგ    ზეინაბ  მეტრეველის    უბან-უბან სირბილი (ჩვენ  ვართ  ამისი მოწმეები)?

·          თუ ეს  ასე  არ არის  რას ნიშნავს  ინციდენტიდან  6 საათის  შემდეგ  გამოძახებული  სასწრაფო?

·         თუ ეს  ასე  არ არის  რას ნიშნავს ის, რომ  ვითომდა დაზარალებულს  არ აღენიშნება იოტისოდენა დაზიანებაც კი. 

·         იმაზეც  გაგვეცით პასუხი,  რას ნიშნავს თქვენს მიერ  უდანაშაულო ადამიანის საჯაროდ  დამნაშავედ  გამოცხადება?

სირცხვილია, გამოდიხართ   და  თავს იწონებთ სხვისი ლანძღვით. თქვენი საარჩევნო კამპანია  ღირსეული ადამიანების ოჯახის ტრაგედიაზე გინდათ ააგოთ!    არცერთი  თანამდებობა  არ გიღირდეთ  სხვის ცრემლად. ამას  არც  ჩვენ გაპატიებთ და  არც უფალი, რომელსაც  ასე  ხშირად იმოწმებთ და იფიცებთ. რაც  შეეხება ფულს, ცეზარ ჩოჩელი ფულს მხოლოდ  გაჭირვებულის დასახმარებლად იხდის  და  არა ამომრჩევლის მოსასყიდად, მას  ეს  არ სჭირდება, რადგან იმაზე მეტი მეგობარი ჰყავს ვიდრე  თქვენ ამომრჩეველი. 

გარშემო მიმოიხედეთ, სიძულვილის   თვალებით გიყურებთ   ყველა. 

იმედს ვიტოვებთ, რომ  ქართული ოცნება სწორად  შეაფასებს  თქვენს ქცევებს, რადგან  თქვენ,   თქვენი საქციელით შეურაცხჰყოფთ ამომრჩეველს   და პირველ რიგში  „ქართულ ოცნებას“  !!!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...