0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიძინა ივანიშვილი სადღეგრძელოს იხსენებს, რომელიც მან რესპუბლიკელებს მიუძღვნა

  ბიძინა ივანიშვილი ისევ იმ სადღეგრძელოს იხსენებს, რომელიც მან რესპუბლიკელებს მიუძღვნა.“კავკასიურ ტყვე ქალში, სადღეგრძელოში არის ძირითადი ფილოსოფია ადამიანის სრულყოფაზე, მე ძალიან ბევრი დრო მაქვს დახარჯული, 40 წელიწადია ვაკვირდები ამ პროცესს, დაკავებული ვიყავი ფსიქოლოგიით, ფსიქოანალიზით, ფილოსოფიით, მოყვარულის დონეზე, მე სპეციალისტი არ გახლავართ არც ერთი ამ სფეროს. (ჩემი სპეციალობა ეკონომიკა გახლდათ და ბიზნესი. მე ვფიქრობ, რომ საკმაო განათლება მქონდა იქაც, მე სადოქტორო დისერტაცია დაწერილი მაქვს ეკონომიკაში). ცდილობენ და რას ცდილობენ ოპონენტები არ ვიცი, მაგრამ აი, ის, რომ ადამიანის სრულყოფა, ძირითადად ადამიანის შეფასება და პრობლემების, რაც ჩვენ ვნახეთ, თუ გნებავთ პოლიტიკაში, უახლოესში, რაც იმ პატარა ბიჭებს ჰქონდათ პრობლემები, ყველაფერი მოდის საიდან - ფსიქიკა რამდენად აქვს დაბალანსებული და ფსიქიკა განსაზღვრავს სამწუხაროდ, ძირითადად, ინტელექტის ქმედებას და სწორ მიმართულებებს, და იმ სადღეგრძელოში რაც დევს, რომ ჩვენი შესაძლებლობები და მოთხოვნილებები იყოს ახლოს, აი, ვისაც ეს ახლოს აქვს, ის ადამიანი არის დაბალანსებული და მისგან ცუდს, როგოც წესი, არ უნდა ელოდო. აი, განხეთქილება როა დიდი და კოლოფსი როა, მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის, მთელი უბედურებები მიგვიღია ისტორიულად, პოლიტიკოსებისგან პირველ რიგში და ჩვეულებრივი მაცხოვრებელებისგანაც. ”ოდესღაც მაესტროში მქონდა გადაცემა, მე და ეკა ბერიძეს. რამდენადაც მოვახერხე, იქ დავალაგე - ჩემთვის ფსიქოლოგია საყვარელი სფეროა და სიამოვნებით ერთ გადაცემას, თუ დამპატიჟებთ ჟურნალისტები, მივუძღვნიდი ამას. ძალიან კარგად ვიცი ადამიანი, რა არის ადამიანის მექანიზმი - რა ამოქმედებს, რა სურვილები აქვს,"-განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...