0 9 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მამა მარტო ზრდის შვიდ შვილს!

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელია ზრუნავს მათზე, ვინც ცხოვრებაში თავის პრობლემებთან პირისპირ დარჩა.

ისტორია ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ ძალიან მძიმე და ტრაგიკულია. თავისი ამბის მოყოლისას, 7 შვილის მარტოხელა მამა რუსლან ვეკუა, ცრემლებს ძლივს იკავებდა...

 „საღამოს, ბავშვებს სამსახურიდან რომ დავურეკე მითხრეს, რომ დედას ეძინა და ჯერ არ ამდგარიყო. გულმა მაშინვე მიგრძნო რომ უბედურება დაგვატყდა თავს. სახლში რომ მივედი, ირმა საწოლში იწვა, ბავშვები კი გვერდით ისხდნენ და ჩუმად თამაშობდნენ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მათ დედა აღარ ჰყავდათ. მაშინ უფროსი ლიკა 10 წლის იყო, ლიზიკო კი – 5 თვის. მათ არ იცოდნენ, რომ დედიკო ვეღარ მოეფერებათ და ვერ ჩაიხუტებს გულში... როგორ გადავრჩი იმ დღეს და გული როგორ არ გამისკდა არ ვიცი. ორი წელი გავიდა მას მერე, ორი საშინელი და ყველაზე მძიმე წელი...“

ვეკუებს დიდი და  ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. რუსლანი მუშაობდა, ეკლესია–მონასტრების მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას. ირმა ბავშვებზე ზრუნავდა. ოჯახური იდილია ირმას უეცარმა ავადმყოფობამ დაანგრია. ღვიძლის დაავადებამ სამ თვეში 7 შვილის დედის სიცოცხლე შეიწირა. დაობლდა შვიდი ბავშვი: 10 წლის ლიკა, 9 წლის ლუკა, 7 წლის ვიკა, 5 წლის გიორგი, 4 წლის ილია, 2 წლის მარიამი და 5 თვის ლიზი.

უფროსი გოგონა მამას ყველაფერში ეხმარება. ერთად ამზადებენ საჭმელს, ალაგებენ სახლს და პატარებსაც ერთად უვლიან. ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემები ემატება. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რუსლანი ვერ ახერხებს მუშაობას, მას არ შეუძლია შვიდი შვილის მარტო დატოვება. ზოგჯერ მშენებლობაზე მუშაობს, მაგრამ პატარა ლიზის მაშინაც ვერ ტოვებს და თან დაჰყავს.

„ლიზი სულ ჩემს გვერდითაა, ერთად დავდივართ სამუშაოდ, სათევზაოდ, ტყეში შეშის მოსატანად“ – ამბობს რუსლანი და ლიზის ეხუტება, რომელიც მამას არ სცილდება.

ნახევრად აშენებულ სახლში ცხოვრობენ. მიუხედავად სიდუხჭირისა, სახლი სუფთაა და მყუდრო. იატაკი მოპრიალებულია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. 

„ძალიან მიჭირს მარტოს, მუდმივი შემოსავლის გარეშე შვიდი ბავშვის გამოკვება. ამ ორი წლის განმავლობაში ბავშვებისთვის ტკბილეულიც კი არ მიყიდია, სათამაშოებზე რომ არაფერი ვთქვა. ამ მძიმე პერიოდში თქვენი მხარში დგომა მჭირდება. ბავშვები მალე წამოიზრდებიან, მე სამსახურის შოვნას შევძლებ და ჩვენი ოჯახი ფეხზე დადგება“

ჩვენ ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ ამ ოჯახს და მხარში დავუდგეთ ამ მძიმე დროს. ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას. ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. მათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი სჭირდებათ.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება  აღმოუჩინოთ ამ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ვეკუების ოჯახი) ან პირდაპირ საიტიდან  https://fsp.ge/ge/donate/151/

მართალია ამ ბავშვებს ჩვენ დედას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ შევძლებთ ცხოვრება შევუმსუბუქოთ. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...