0 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაშა ბანკი სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea პარტნიორია

22-25 სექტემბერს ბათუმი წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს Ad Black Sea. პაშა ბანკი ფესტივალის სპეციალური პარტნიორია.

4-დღიანი ფესტივალი ბათუმის სასტუმრო Hilton-ში გაიმართება და მას 300-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი დაესწრება. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, ინტერაქტიული ვორკშოპები და დაჯილდოების ცერემონია. მონაწილეებს ასევე ექნებათ საშუალება არაფორმალურ გარემოში გაიცნონ კოლეგები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და გაცვალონ გამოცდილება.

პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით პაშა ბანკს წვლილი შეაქვს ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. პაშა ბანკი რეგულარულად უჭერს მხარს პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებს, რადგან ქვეყანაში ბიზნესის და ეკონომიკის სტაბილური განვითარება დიდწილად დამოკიდებულია იმ ადამიანების პროფესიულ ზრდაზე, რომლებიც  წარმართავენ საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობას და ყოველდღიურად იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

 „ჩვენი პარტნიორობა ფესტივალთან Ad Black Sea ძირითადად განაპირობა იმან, რომ ეს პროექტი საინტერესოა     ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალებისათვის რეკლამის და მარკეტინგის სფეროდან. აქ ხდება გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ურთიერთ გაზიარება, რაც აუცილებელია დარგის განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ღონისძიებებს კერძო სექტორმა აქტიურად დაუჭიროს მხარი და ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა დადებითად აისახება ფესტივალის წარმატებით ჩატარებაზე.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

„2016 წელს გაიზარდა ფესტივალის მასშტაბი, გვაქვს 7 კატეგორია და 55 ქვეკატეგორია, მათ შორის გამარჯვებულებს კი გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სარეკლამო სფეროში სახელგანთქმული პროფესიონალებისგან ევროპიდან, შავი ზღვის რეგიონიდან და სხვა ქვეყნებიდან. კერძო სექტორის ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს ფესტივალის წარმატებით ჩატარებას, რაც, თავის მხრივ, საქართველოში სარეკლამო სფეროს განვითარებას განაპირობებს.“ - ვატო ქავთარაძე, “Ad Black Sea-ს” პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...