1 1 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გურჯაანში ინოვაციების ცენტრის გახსნა იგეგმება

18 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის სკოლის მოსწავლეებთან ერთად თბილისში ტექნოპარკს სტუმრობდა. მიზანი, გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის ინოვაციების ცენტრის ფუნქციებისა და ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა იყო. ტექნოპარკის წარმომადგენლებმა, გურჯაანელ ახალგაზრდებს ფაბლაბი დაათვალიერებინეს და მისი მუშაობის პროცესი გააცნეს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კინწურაშვილმა და გიორგი ლილუაშვილმა, რომელიც სტარტაპ დაფინანსების ორგზის გამარჯვებულია, სკოლის მოსწავლეებს საინტერესო სემინარი ჩაუტარეს. კერძოდ, მათ აუხსნეს, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა სტარტაპების დაფინანსების პროექტში, როგორ დაწერონ პროექტი სწორად, როგორ შეკრიბონ საჭირო გუნდი და როგორ იმუშავონ სწორი მიმართულებით. ასევე გააცნეს 20 უკვე წარმატებული პროექტი, რომელმაც სტარტაპ დაფინანსებაში გაიმარჯვა. დასასრულს გურჯაანელ ახალგაზრდებს დაათვალიერებინეს ფაბლაბი და 3D პრინტერთან მუშაობის ვორქშოპი ჩაუტარეს.

ტექნოპარკი უახლოეს პერიოდში გაფართოებას გეგმავს. ინოვაციური ცენტრების გახსნა დაგეგმილია საქართველოს დიდ ქალაქებში და მათ შორის გურჯაანშიც. მათი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ახალგაზრდებს ბიზნესის დაწყებაში. მათ საამისოდ გააჩნიათ მაღალი დონის ტექნოლოგიური ბაზა, რაც ბიზნესის დაწყებას ფაბლაბთან ერთად წარმატებულს გახდის.

-„ძალიან ნაყოფიერი დღე იყო როგორც ბავშვებისთვის, ასევე ჩემთვის. ტექნოპარკი არის შესაძლებლობა იმისა, რომ ახალგაზრდებმა თავიანთი იდეები განახორციელონ და ბიზნესად აქციონ. ასეთი ბაზები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა იყოს და მე მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთი ცენტრი გურჯაანში გაიხსნება. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ გურჯაანელ ახალგაზრდებს შევუქმნა ხელსაყრელი პირობები საქმის საკეთებლად,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

(რ)


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...