2 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაატა ბურჭულაძის სპეციალური განცხადება

"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ საგანგებო განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა:"ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მკაფიო და ხშირია სამართალდარღვევის ფაქტები, დაუცველი გახდა ადამიანი, დაუცველობის გრძნობა ეუფლება თითოეულ ჩვენგანს!!! საქართველოში ბრუნდება კრიმინალური გარჩევები, ძალადობა, კორუფცია, მკვლელობები ქალაქის ცენტრში, პოლიციელების მხრიდან ზეწოლის გამო ორი თვითმკვლელობა მოხდა უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე. ბანკების გაქურდვა, მოქალაქეთა პირად ცხოვებაში ჩარევის ფაქტები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.და დღეს, როგორც არასდროს, საფრთხის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა, რომელსაც 25 წელია ვაშენებთ. უკვე აშკარაა პრორუსული ძალების გააქტიურება, რომელებიც აღარ ერიდებიან ფართო თავყრილობებსა და სატელევიზიო რეკლამებს. ზეწოლა ჩემზე და ჩემ მიერ დაარსებულ მოძრაობაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“ არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები. ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას. მათზე ვინც მხარს უჭერენ ჩვენს იდეას - სახელმწიფო ჩადგეს ხალხის სამსახურში. ეს ერთის მხრივ, ნიშანია იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და შევძელით საუკეთესო და კომპეტენტური გუნდის ორგანიზება, რომელსაც აქვს მზარდი რეიტინგი, მაგრამ მეორეს მხრივ აღნიშნული ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცდება.ჩვენი ამომრჩეველი ხედავს, რომ „სახელმწიფო ხალხისთვის“ დღეს რეალური ლიდერია და ჩვენს გუნდს ნამდვილად შეუძლია უიმედო სიტუაციის შეცვლა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მთავრობა არის ხალხის მიერ დაქირავებული და ის ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ თითქოს უკვე მივეჩვიეთ კიდეც ნეგატიური ინფორმაციის მოსმენას, მივეჩვიეთ უმოქმედობასა და ყველაფერ ცუდს. მე, სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი და დღეს მიწევს ათასგვარი ცილისწამების ატანა მხოლოდ იმის გამო, რომ დარწმუნებული ვარ, იმ პროფესიონალთა გუნდთან ერთად, რომელიც შევკრიბე, უმოკლეს დროში შევძლებ ქართველი ხალხის გამოყვანას ამ კრიზისიდან. მთავრობა აუცილებლად ჩადგება ხალხის სამსახურში!!!საქართველოში პოლიტიკა იქამდე იქნება ბინძური საქმე, სანამ ჩვენ შევეგუებით რომელიმე მხარის ბინძური მეთოდებით მოქმედებას!!! უზნეობაა, როდესაც პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის მიზნით შეეცდები ზიანი მიაყენო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საამაყო საქმეს საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“, რომელმაც პირდაპირი გაგებით არაერთი ბავშვისა და ოჯახის სიცოცხლე იხსნა! დაამკვიდრა ქველმოქმედების კულტურა! მსოფლიოს ლეგენდარული მუსიკოსები უანგაროდ ჩამოიყვანა, გააცნო მათ საქართველო და არაერთხელ გაიტანა საზღვარგარეთ ქართული კულტურა. უზნეობაა, როდესაც იჭრები პირად სივრცეში და იმ მიზნით, რომ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტს ავნო, იწყებ სრულიად უსაფუძვლო ჭორების ტირაჟირებას. ჩვენ, მრავალი წელია ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ მთელი ქვეყანა აქციოს ორღობედ, სადაც ვინ როგორ ჭორს მოყვება, ეს იქნება მთავარი. უზნეობაა და უკანონობაა, სხვა ადამიანის პირადი წერილების კითხვა და პირადი საუბრების მოსმენა და შემდეგ საჯარო სივრცეში გამოქვეყნება. მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, ვინც ამ ბინძური მეთოდით ცდილობს სხვისი ცხოვრებაზე ზეგავლენის მოხდენას. ვცდილობდი მოვლენებისთვის მსუბუქად და ზოგჯერ იუმორითაც კი შემეხედა, მაგრამ არა!!! ეს დღესვე უნდა შეწყდეს, რათა ჩვენ შევძლოთ 8 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება, რა მეთოდითაც უნდა იბრძოლონ, იდეა - სახელმწიფო ხალხისთვის გაიმარჯვებს!!!ჩვენ ყველანი დაუყოვნებლივ შესაცვლელი, მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ, ჩვენს ქვეყანას მართავს არა მთავრობა, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელსაც შეუძლია საჯაროდ იცრუოს. მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია, არავის აქვს უფლება სრულიად უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ მომაყენოს პირადი შეურაცხყოფა და შეეცადოს ჩემი ამომრჩევლისა და მთელი საზოგადოების მოტყუებას. ამით ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი ამხილა! ის არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა. მან დამაბრალა, თითქოს თანადგომა მთხოვა და სანაცვლოდ დიდი ფული მოვითხოვე, რაც სრული სიცრუეა! სხვა ყოველი წინადადება, რაც ჩემ შესახებ ბრძანა იყო, ასევე სიცრუე! და აქ მთავარია არა ის, რომ ივანიშვილმა იცრუა ჩემ შესახებ, არამედ ის, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც შეუძლია ასე უტიფრად მოატყუოს ხალხი. და ეს კაცი დღეს ჩვენ გვინიშნავს და გვიხსნის მინისტრებსა და პრემიერმინისტრებს. ბევრს, ჯერ კიდევ უკვირს რატომ თქვა უარი პაატა ბურჭულაძემ იმ ზღაპრულ ცხოვრებასა და პირობებზე, რომელიც მას ბედმა არგუნა. მე ნამდვილად შემეძლო რომელიმე წარმატებულ ქვეყანაში ფუფუნებაში გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ ამით არასდროს ვიქნებოდი ბედნიერი. ჩემთვის ყველა დროსა და ყველა საქმეში, ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი აუდიტორია იყო და არის ქართველი ხალხი. არასოდეს მიფიქრია მხოლოდ ჩემ კეთილდღეობაზე, მე ყოველთვის ვზრუნავდი ჩემ ხალხზე, ყველა მთავრობის დროს ვცდილობდი სარგებელი მომეტანა ჩემი ქვეყნისთვის და ყოველთვის ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია და ეს მაძლევდა ძალას. პოლიტიკოსებმა მრავალჯერ გაუცრუეს იმედი ქართველ ხალხს. დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩემ მეგობრებსა და გავლენიან პოლიტიკურ ლიდერებს შორის, უპირობო მხარაჭერა დაიმსახურა ჩემმა გადაწყვეტილებამ და იდეამ მოძრაობისა „სახელმწიფო ხალხისთვის“.მათ არ გასჩენიათ შეკითხვები, რადგან იქ ყოველი ადამიანი ცდილობს აკეთოს ის საქმე, რომლითაც პირველ რიგში სარგებელს მოუტანს საზოგადოებას და ეს იქ ნორმაა, ამის გარეშე ადამიანები ცხოვრების აზრს ვერ ხედავენ! ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდროს მიღალატია ჩემი სიტყვისთვის და ყველა დაპირება ბოლომდე მიმიყვანია. მე ქართველ ხალხს მივეცი პირობა, რომ ჩემ გუნდთან ერთად გამოვიყვან ამ ეკონომიკური და სამართლებრივი კრიზისიდან, მათ აღარ შეეშინდებათ ხვალინდელი დღის. ქართველი ხალხის სამსახურში ჩავაყენებ ყველა ჩემ ევროპელ და ამერიკელ გავლენიან მეგობარს, საქართველოს აღარავისთვის არაფერი ექნება სათხოვარი, საქართველო იქნება ძლიერი და გავლენიანი ქვეყანა!!! " ნათქვამია ბურჭულაძის საგანგებო განცხადებაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...