0 8 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ისნის რაიონის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა რაიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.  

ირაკლი აბუსერიძის თქმით,  ვაზისუბნის მოსახლეობას უახლოეს მომავალში ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური სპორტული მოედანი, სადაც ბავშვები სპორტის სხვადასხვა მიმართულებით შეძლებენ განვითარებას. „ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ასეთი თბილი დახვედრისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ  ყოველ შეხვედრაზე ვხედავ ბავშვების და ახალგაზრდების იმედით, სიკეთით სავსე თვალებს და გულწრფელ ღიმილს.  ისინი მხოლოდ პოზიტივს ასხივებენ.  ჩემთვის  მათი  მომავალი მნიშვნელოვანია.  დღევანდელი ახალგაზრდობა ხვალინდელი საქართველოს ფუნდამენტია”.

   არაერთი შეხვედრის მიუხედავად, სასაუბრო მაინც ბევრია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ  თავის დროზე უყურადღებოდ დარჩენილ ჩვენს რაიონს  მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად, ამიტომაც გაჭირდა ყველაფრის მოგვარება. დღეს მე უკვე კარგად ვიცნობ რაიონში არსებულ პრობლემებს. გამარჯვების შემდგეგ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თქვენთვის პრიორიტეტული საკითხების მოგვარებას. მე მჯერა თქვენი და ვიცი, რომ ხმას მისცემთ მომავალს და ერთად ავაშენებთ უფრო ძლიერ და ღია მმართველობის მქონე სახელმწიფოს“. განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

(რ)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...