1 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სოლიდარობას უცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტს და ცეზარ ჩოჩელის ირგვლივ ერთიანდებიან

ახალგორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრები   აღშფოთებას გამოთქვამენ მოქმედი კანონმდებლის  დიმიტრი  ხუნდაძის მიერ  გაკეთებული  განცხადებების  გამო:

„ჩვენთვის მიუღებელია მცხეთის საკრებულოს დეპუტატებისადმი დიმიტრი ხუნდაძის ცინიკური და თანამდებობისათვის შეუფერებელი დამოკიდებულება. შეურაცხმყოფელი იყო ცილისწამება კორუფციულ გარიგებაში ცეზარ ჩოჩელთან.

ამრიგად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სოლიდარობას უცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და უერთდება მათ ცეზარ ჩოჩელის მხარდაჭერის საკითხში, ვინაიდან ის გახლავთ დღეისთვის წარმოდგენილ კანდიდატთა შორის ლიდერი და მისი გეგმები ემთხვევა ჩვენს სამომავლო ხედვებს ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში. ასევე ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებთ, რომ საკრებულოს წევრთა სრული უმრავლესობა მხარს ვუჭერთ "ქართულ ოცნებას’’ და სრულ თანადგომას ვუცხადებთ მას.“ - ნათქვამია     ერთობლივ  განცხადებაში, რომელსაც  ხელს აწერს    ახალგორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  12  წევრი.    ამავე  განცხადებაში ისინი   მოქმედ  დეპუტატს  მოუწოდებენ ხელი  აიღოს ბინძური  ჭორებით  მანიპულირებაზე და მმართველ  პარტიაში დაბეზღებაზე! 

„ნუ იძლევა ფუჭ დაპირებებს, თითქოსდა  არჩევნების  შემდეგ ახალგორის  საკრებულოში მოახდენს კადრების გადაადგილებას, ვინაიდან შევახსენებთ, რომ  საკრებულო გახლავთ არჩევითი ორგანო“ -  აცხადებენ ახალგორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...