1 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ გავხდეთ ERTAD.GE - ს კონკურსანტი ?

2 წლის განმავლობაში სოციალურ პროექტ  ERTAD.GE-ს ფარგლებში  31 პროექტი დაფინანსდა, რაც ასობით ადამიანის სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართულობას, მათთვის ახალ გამოცდილებას და გამოწვევას გულისხმობს.

აქვე გთავაზობთ ხშირად დასმული კითხვების რამდენიმე ჩამონათვალს,  რომელიც მომხმარებელს ხშირად ებადება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროექტის მენეჯერს, მარიამ შიხაშვილის ვესაუბრეთ. 

 მარიამ, რა კრიტერიუმები განსაზღვრავს კომისიის მიერ კონკრეტული პროექტის საკონკურსოდ არჩევას? 

პირველ რიგში, მთავარია კონკრეტული საპროექტო განაცხადი ჩვენ მიერ დაფინანსებად სფეროთა ჩამონათვალში ჯდებოდეს.

კიდევ ერთხელ, იმ სფეროების შესახებ, რომელთაც ვაფინანსებთ: განათლება, მეცნიერების ხელშეწყობა, სპორტი, გარემოს დაცვა, კულტურა და ხელოვნება. 

თუკი რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სფეროთი ხართ დაინტერესებულნი, მაშინ სწორ ვებ-გვერდზე იმყოფებით.

ამას გარდა, აუცილებელია საპროექტო განაცხადის შევსებამდე მაქსიმალურად კარგად მოემზადოთ, ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი მანამ, სანამ აპლიკაციაში გადაიტანთ, რადგან ჩვენი აპლიკაცია არ ინახება და დიდი ხნით შეყოვნების შემთხვევაში შესაძლოა მასალა დაგეკარგოთ.

აპლიკაციის შევსებამდე აუცილებლად დეტალურად მოამზადეთ საბიუჯეტო ფაილი, რომელიც გაწერილი უნდა იყოს Excel ან Word-ის ფაილში. ერთი პროექტის ბიუჯეტი 2500 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ასევე წინასწარ მოამზადეთ ფოტო და ვიდეო მასალა. როგორც კონკურსის წესებშიცაა განმარტებული, აპლიკაცია მანამ არ ითვლება სრულყოფილად შევსებულად, სანამ ვიდეომიმართვის Youtube-ის ბმულს და ფოტომასალას არ ატვირთავთ.

ფოტომასალა სასურველია ასახავდეს იმ ადგილმდებარეობას, სადაც პროქტის განხორციელებას გეგმავთ, თუ მსგავსი რამ შეუძლებელია, მაშინ გამოიყენეთ Google-ის საძიებო სისტემა.

ვიდეომიმართვაში აუცილებელია მონაწილეობა მიიღოს პროექტის იდეის ავტორმა/ორგანიზატორმა, სადაც მოკლედ (2წთ) ჩამოაყალიბებთ თუ რატომ ხართ აღნიშნული იდეის განხორციელებით დაინტერესებული, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ სწორედ თქვენ დაგიჭიროთ მხარი საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა.

აპლიკაციები ყოველი მომდევნო თვის კონკურსისთვის განიხილება 25 რიცხვიდან თვის ბოლო დღემდე. ამიტომ, მაგალითად, თუ გსურთ ივლისის კონკურსში მონაწილეობის მიღება, პროექტი აუცილებლად 25 ივნისამდე უნდა გამოგვიგზავნოთ.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი დეტალები გახლავთ ის მთავარი მახასიათებლები, რის გამოც ნებისმიერი პროექტი შესაძლოა ERTAD.GE-ს კონკურსანტი გახდეს.

ამას გარდა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და სიამოვნებით დაგეხმარებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო საფინანსო კომპანია Vivus.ge.

 

ყველას, ვინც იდეას გვიზიარებს მადლობას გიხდით და წარმატებას გისურვებთ!

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

www.ertad.ge

[email protected]

Facebook: ERTAD.GE

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...