მსოფლიო
"როცა ნერვები გღალატობს, უნდა წახვიდე სახლში" ხიდაშელი ნარმანიაზე
2016-08-25 11:21:01
ზესტაფონში ”რესპუბლიკური პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ნარმანიამ არა მხოლოდ ბოდიში უნდა მოიხადოს, არამედ მისი თქმით, ”პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთ დროს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობით უნდა იქცეოდეს”. ”როგორც არ უნდა იყო გაღიზიანებული, როგორც არ უნდა იყო გაბრაზებული, როცა არჩეული თანამდებობის პირი ხარ, ნერვებმა არ უნდა გიღალატოს და როცა ნერვები გღალატობს, უნდა წახვიდე სახლში. ასე არ ელაპარაკებიან ადამიანებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ და რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად გეუბნებიან, რომ ერთი მილიონი ხის დარგვით მოსული მერი ხეების გაჩეხვით არ უნდა ამახსოვრებდეს ხალხს თავს”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა
კომენტარები