0 5 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსმა ოკუპანტებმა გორელების 6 ჰექტარი მიწის ფართობი მიიტაცეს და მოსავალიც აიღეს

     ე.წ საზღვრის გადმოწევის მორიგი მცდელობა გორში. რუსი სამხედროები სოფელ სობისში გამოჩნდნენ. ისინი ადგილობრივებს მოსავლის აღების საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე რუსული კომბაინი გამოჩნდა. ოკუპანტებმა ის მოსავალი აიღეს, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეებმა დათესეს. ამ დროის მონაცემებით, ოკუპანტებმა კიდევ დაახლოებით 6 ჰექტარი მიწის ფართობი მიიტაცეს. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სიტუაციას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ხელისუფლება ყველა საშუალებას იყენებს, რათა სოფელ სობისში შექმნილი ვითარება მოგვარდეს.​"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას ეზღუდება საკუთარი მოსავალი აიღოს სამეურნეო მიწებზე, და ჰქონდეს, ეს აბსოლუტურად მიუღებელი და უკანონოა, რამდენადაც არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპს. ესაა ოკუპაციის რეალური სახე, რაც არამხოლოდ სამართლებრივ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშიც შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ადამიანებს აქვთ ყოველდღიურად უამრავი პრობლემა ამ განგრძობითი ოკუპაციის გამო. ჩვენ რა თქმა უნდა გამოსავალზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენ კიდევ ვაპირებთ ცხელი ხაზის გააქტიურებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ხელმძღვანელსაც ვესაუბრე აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით. სახელმწიფოსთვის ეს სოფელი და ყველა სოფელი ზოგადად, რომელიც განლაგებულია გამყოფი ხაზის გასწვრივ არის ძალიან პრიორიტეტული. პრობლემები ძალიან ბევრია და მოსახლეობას ჩვენ ვცდილობთ შევუმსუბუქოთ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ეს ადამიანები დარჩნენ საკუთარ მიწაზე და გააგრძელონ ცხოვრება მშვიდობიან რეჟიმში", - განაცხადა ციხელაშვილმა. ​

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...