1 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის კოდექსი

საარჩევნო ადმინისტრაციის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის, ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი მიზნად ისახავს 2016 წლის პარლამენტის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელებას.

კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

„საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს  მოეწერა ხელი. ამ დოკუმენტში ჩვენ ვაღიარეთ, გავითავისეთ და ვთანხმდებით, რომ დავიცავთ კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობის პრინციპებს და ხელს შევუწყობთ ერთმანეთის საქმიანობას, ასევე ვიქნებით მაღალი ეთიკისა და სტანდარტების მქონე როგორც ადმინისტრატორები, ისე დამკვირვებლები, იმისათვის რომ არჩევნები მაქსიმალურად სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თამარ ჟვანიას ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი, კოდექსის  შემუშავების მიზნით 30 ივნისს შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში  შედიოდნენ როგორც ცესკოსა და სწავლების ცენტრის, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს, არასამთავრობოთა კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები.

დღესვე დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: „ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის", „საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირი", „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი", „თავისუფალი არჩევანი“, „ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი", „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის", „სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო", „სამართალი 2014", „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია", „მწვანე კავკასია", „მომავლის ნათება", „არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი", „ჯანმრთელი სამყარო", "საზოგადოებრივი დამცველი", „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტი”.

სურვილის შემთხვევაში დამკვირვებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, ასევე აქვთ შესაძლებლობა ხელი მოაწერონ დოკუმენტს ცესკოში, რითაც ასევე გამოაცხადებენ თანხმობას იმოქმედონ ქცევის კოდექსში გაწერილი ნორმების მიხედვით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...