1 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკო ამომრჩეველებს ახალ სერვისს სთავაზობს მონაცემების გადასამოწმებლად

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: მათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება უკვე სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეუძლიათ. 

ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული, სადაც შეეძლება ხმის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა სიებში გადამოწმების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალშია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება მოქალაქეებს ასევე, შეუძლიათ ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge და „ანდროიდის“ სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის/პლანშეტის გამოყენებით.  ამ ეტაპზე, ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია დამატებით განაახლა. ამომრჩეველთა სიას მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული და რეგისტრაციიდან მოხსნილი 59 242 ამომრჩევლის მონაცემი დაემატა ( მისამართის გარეშე რეგისტრირებული 23 988, ხოლო  რეგისტრაციიდან მოხსნილი  35 254 ამომრჩეველი). 

ცესკოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც ამომრჩევლის ხმის უფლების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება,  ამომრჩეველი, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ამომრჩეველთა სიაში ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით შევიდა,  ხოლო მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემები ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ამომრჩევლების ხმის უფლებას უზრუნველყოფს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...