1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სანდრა რულოვსი ზუგდიდში დეპუტატობისთვის იბრძოლებს

  ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდის რაიონში სანდრა რულოვსი იქნება. მოსახლეობას ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ლიდერებმა კორცხელში გამართული შეხვედრისას მიაწოდეს. ყოფილმა პირველმა ლედიმ შეკრებილ მოსახლეობას ჰკითხა,სჯერათ თუ არა მისი და იყაროს თუ არა კენჭი მათ რეგიონში. მხარდამჭერების ოვაციების შემდეგ კი სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ მათ რეგიონში კენჭს იყრის. "დაახლოებით 4 წელია, რაც პირველი ლედი აღარ ვარ და გვერდიდან ვუყურებ, თუ რა ხდება საქართველოში. ქველმოქმედებას ვეწევი. ახლა არის ლოდინის რეჟიმი ყველასთვის და არამარტო ჩემთვის, არამედ ხალხისთვის, ვინც გაჭირვებულია, ინვესტორისთვის, რომელიც ფულს არ ჩადებს ასეთ ქვეყანაში, რომელიც არ იცის საით მიემართება და ასევე მოლოდინის რეჟიმია რუსეთისთვის, თუ როდის ჩაბარდება ჩვენი ქვეყანა. რუსები ახლა დაკავებულები არიან უკრაინით, შემდეგ ისევ ჩვენთან მოვლენ. ამ 4 წელში შეიძლებოდა მუშაობა ახალი მთავრობისთვის, მიშა არ იყო ქვეყანაში და ვინ უშლიდა ხელს? თუ არ უნდოდათ კარგი პროექტების გაგრძელება, თავისი გაეკეთებინათ რამე. რამე გაკეთდა? მე ვერ ვხედავ. ქვეყანა გაჭირვებულია, სტაგნაციაა. აშშ-ში ვიჯექი ტაქსიში და მძღოლმა მკითხა, თუ როგორ არის საქართველო მიშას შემდეგ? ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მეც ძალიან სერიოზულად ვუპასუხე - ცუდად”. ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, თუ რა გავაკეთო, არ მინდა პასიურად ვიჯდე სახლში. ბევრმა მითხრა, არ გინდა პოლიტიკა, რადგან ეს არის ტალახის სროლა, დისკრედიტაცია, უბედურება და სიბინძურე. მეც ადამიანი ვარ, ეს მაწუხებს, მაგრამ უფრო მეტად ის მაწუხებს, რომ ქვეყანა ქრება რუკიდან, როგორც 90-იან წლებში და ჩვენ ეს გვინდა? ჩვენ გვინდა საქართველოს წინსვლა. ბევრმა კი მითხრა, რომ მე მაქვს სუფთა სინდისი, რომ შევიდე პოლიტიკაში. ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. მარტო არ ვარ, ასეთი ღირსეული კანდიდატები არიან ამ გუნდში”, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...