1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ქართული ოცნების" წევრები ოზურგეთელ ახალგაზრდებს შეხვდნენ

"ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის ახალი შემადგენლობის წევრები ოზურგეთელ ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ოზურგეთში, კაფე "8+1"-ში გაიმართა, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ, თამარ ჩუგოშვილმა, მამუკა მდინარაძემ, მარიამ ჯაშმა, სოფო ქაცარავამ და ნინო გოგუაძემ ახალგაზრდებს სამომავლო გეგმები და სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან მიმართებაში საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, საინტერესო შეკითხვები დასვეს ახაგაზრდებმა, რასაც მიგრაციის პოლიტიკაზე, განათლების რეფორმასა და სპორტზე, ასევე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე, გურიის განვითარების და ინოვაციური პროექტების დაფინანსების საკითხებზე დისკუსია მოჰყვა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოზურგეთის განათლებული და პროგრესული თაობა, რომელთაც ბევრ საკითხში უნდა დავეკითხოთ აზრს. "ახალგაზრდებთან იგეგმება კონსულტაციები სხვადახვა მიმართულებით ეფექტური საჯარო პოლიტიკის ფორმირების მიზნით. ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც ჩატარდება და ჩვენ ვითანამშრომლებთ სწრაფი განვითარების მისაღწევად",- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. (რ)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...