1 5 : 2 4
 | 

მსოფლიო

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია უცხოურ კლუბს რეალურ ღირებულებაზე 5-ჯერ მეტ თანხას უხდის

2,5 მილიონიანი კონტრაქტის ახალი დეტალები

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციას“ (GBF), „ფონდ 5+11“ და „სასკო ბასკონია S.A.D“ შორის 2014 წლის 27 სექტემბერს 5 წლიანი ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად ესპანელი მწვრთნელები კალათბურთის ეროვნული ნაკრებისთვის 16-დან 20 წლამდე მოთამაშეებს გაწვრთნიან. საქართველოს ბიუჯეტს პროექტის განხორციელება 2 500 000 ევრო უჯდება.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის დროს გაფორმებული ხელშეკრულება საკმაოდ  ბევრ კითხვას აჩენს. ხელშეკრულების მიხედვით,  GBF „სასკო ბასკონია S.A.D“ -ს ყოველ სპორტულ სეზონზე 500, 000.00 ევროს გადაურიცხავს. 

აქედან ა) 300,000.00 ევრო - მოთამაშეთა მომზადებისთვის; ბ) 200,000.00 ევრო - ტექნიკური თანამშრომლობისთვის ან 2.100,000.00 ევრო თუკი ერთჯერადი გადახდა შესრულდება ხელშეკრულების ძალაში შესვლისას. ეს თანხა ნაწილდება შემდეგნაირად ა) 1,250,000.00 ევრო - მოთამაშეთა მომზადბისთვის; ბ) 850,000.00 ევრო - ტექნიკური მომზადებისთვის. 

ხელშეკრულება, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ცნობილმა კალათბურთელმა კახა შენგელიამ დაასაჯაროვა და ეს  მისი ფედერაციიდან წამოსვლის მიზეზი გახდა. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმ დროს მიხეილ გაბრიჩიძე იყო, სპორტის მინისტრი კი ლევან ყიფიანი. 

გასულ წელს კემპში ჩაერთო და ესპანეთში სავარჯიშოდ წავიდა 3 ქართველი კალათბურთელი, ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე და ნიკა დარბაიძე. როგორც „აიპრესთან“ საუბრისას ლუკა ბულაშვილის მამა აცხადებს, მათ თავად გადაიხადეს ვარჯიშის და სწავლის საფასური, 25 ათასი ევრო და სახელმწიფოს დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ასევე აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ორ კალათბურთელს, გიორგი ტურძელაძესა და ნიკა დარბაიძეს კემპი ბოლომდე(10 თვე) არ გაუვლიათ და საქართველოში 2 თვეში დაბრუნდნენ.

2015 წელს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ უცხოურ კლუბს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 500 000 ევრო გადაუხადა, შედეგად კი არაფერი მიუღია.

2016 წლის 23-28 მაისს ესპანეთიდან ჩამოსულმა მწვრთნელებმა თბილისში ჩატარებულ კემპზე 16 ქართველი კალათბურთელი შეარჩიეს, რომლებიც ესპანეთში გაემგზავრნენ. 2 კვირიანი კემპის შემდეგ კი 16 კალათბურთელიდან 6 საუკეთესო შეარჩიეს.

 ცნობილი ხდება, რომ დაბრუნდებულ 10 კალათბურთელს „სასკი ბასკონიამ“ ელექტრონული ფოსტით შეთავაზება გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თვეში 600 ევროს სანაცვლოდ, კლუბში ვარჯიშის გაგრძელება შეუძლიათ.

ელექტრონული ფოსტით მიღებული წერილი შემდეგი შინაარსისაა:

თქვენი შვილი იცხოვრებს ახალ რეზიდენციაში (ნიუ რეზიდენსში), რომელიც 3 სართულიანია. საძინებელი 2 საწოლიანებით, ერთი 4 საწოლიანით, 5 სამზარეულოთი, 3 სააბაზანოთი, სასტუმრო ოთახითა და ინტერნეტით(WiFi).

მათთან ერთად იცხოვრებს ადამიანი, რომელიც გააკონტროლებს მათ, რათა წავიდნენ სკოლაში, ვარჯიშზე დაარგავიდნენ ღამით გარეთ.

მისი საკალათბურთო ვარჯიშები ჩატარდება რიო ტურბიოში, სადაც ყველა გუნდი ვარჯიშობს, გარდა მთავარი გუნდისა, რომელიც ლიგა EBA-ში მონაწილეობს.

ის ისწავლის ანაზღაურებულ სკოლაში, რომლის დეტალური ინფორმაცია დოსიეშია, რომელიც თქვენ გამოგიგზავნეთ. ასევე შედის სამჯერადი კვება.

თქვენ უნდა გადაიხადოთ 600 ევრო თვეში, რაშიც ცხოვრება, ჭამა, სწავლა, სპორტული ეკიპირება და ლიცენზიები შედის. თქვენ დამატებით მხოლოდ მგზავრობის ფულიუნდა აანაზღაუროთ.

პატივისცემით, კრისტინა გარსია“.

კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანი, გიგა ქართველიშვილი აცხადებს, რომ ელექტრონული წერილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„ჩვენ ყოველწლიურად 1 გადასახადი გვაქვს. კონკრეტულად 1 ბავშვზე ცალკე გადასახადი არ გამოდის. ეს კემპი წელიწადში 300 ათასი ევრო ჯდება. ახლა მათ 6 ბავშვი მოითხოვეს და დაიტოვეს.

წელიწადში ჩვენ მხოლოდ 300 ათას ევროს ვიხდით. 5 წლის განმვალობაში კი ჩვენ მილიონ 500 ათასი გვექნება გადასახდელი“ - აცხადებს გიგა ქართველიშვილი.

რატომ უხდის საქართველოს კალათბურთის ფედერაცია „სასკი ბასკონიას“ 30 000 ევროს საქმეში, რომელშიც თავად კლუბი მხოლოდ 6 000 ევროს ითხოვს, გაუგებარია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული წვრთნის, სწავლის და ცხოვრების პირობები აბსოლუტურად იდენტურია, რასაც ესპანური კლუბი გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში ქართველ კალათბურთელებს სთავაზობს.

 წყარო: http://www.ipress.ge/new/39467-kalatburtis-federacia-da-2-500-000-evro-ra-ghirs-realurad-qartulepanuri-garigeba

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:58

    ცოლ-ქმარს 13 შვილი სახლში გამომწყვდეული, ზოგიერთ...

    კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა. 57 წლის დევიდ ალენ ტურპინსა და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინს  2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი სახლშო გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერ...

  • 10:42

    ექიმებს საახალწლო მოლხენა, სამსახურის დაკარგვის ფ...

      მოსკოვის ერთ–ერთი  რეგიონული დისპანსერის ექიმებს,  საახალწლო სუფრა სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. საქმე იმაშია, რომ მედიკოსებმა მოლხენა იმ დროს მოინდომეს, როცა საავადმყოფოს ...

  • 11:46

    "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" - რეკლამა, რომ...

        შვევდური კომპანია H&M-ი რასიზმში დაადანაშაულეს. ამის მიზეზი საბავშვო კოლექციის რეკლამა გახდა, რომელშიც ზედა, წარწერით "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" ფერადკანიან ბავშვს აცვია.&nbs...

  • 11:03

    პრინცესა შარლოტა ბაღში წავიდა, ქეითმა კი მისი ფოტ...

      კემბრიჯის ჰერცოგების უილიამისა და ქეითის ქალიშვილი შარლოტა საბავშო ბაღში წავიდა.ფოტოები სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა, 2 წლის წევრს დედამ კინსინგტონის სასახლის კიბეზე გადაუღო და ინტერნეტში ...

  • 10:44

    საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა...

     საჰარის უდაბნოში 40 წლის განმავლობაში მესამედ მოვიდა თოვლი. როგორც Daily Mail-ი წერს, დაახლოებით 40 სანტიმეტრამდე თოვლით არის ასევე დაფარული ქალაქი, სადაც უდაბნო მდებარობს  აღსანიშნავი...

  • 14:52

    რატომ უნდა იყოს შვეიცარია თქვენი ყველაზე სანუკვარი...

       თუ ზამთარში ზღაპრული დასვენება გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ შვეიცარიის კურორტებზე უფრო ჯადოსნურს ვერაფერს მიაგნებთ.. ლამაზი ბუნება, ჯადოსნური ფერები, ზღაპრული თოვლი – ანუ ყველაფერი იმისთვის, ...

  • 18:06

    "სპელაკიო" ანუ საცოდავი – ვენეციის მთავარ მოედან...

      ვენეციის მთავარ მოედანზე დადგმული ნაძვის ხე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, საქმე იმაშია,20 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე ავსტრიის საზღვართან ახლოს მდებარე ტყეში მოჭრეს და მისი ტრანსპორტირებისთ...