0 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 წლის ბიჭის მკვლელს მარგველაშვილი მფარველობს - შვილმკვდარი დედა დახმარებას ითხოვს

   „შს სამინისტროს პრეზიდენტის საპასუხოდ გაკეთებული განცხადებიდან გაირკვა რომ ამა წლის 28 ივნისს, პოლიციამ გაჩხრიკა ჩემი შვილის, ზურა ტარყაშვილის ერთერთი მკვლელის, მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის საცხოვრებელი ბინა, რომლის დასჯას უკვე წლებია, უშედეგოდ ვითხოვ პროკურატურისგან.

მიუხედავად იმისა რომ გამოძიება ამ დრომდე გრძელდება და პროკურატურას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო-ფირები და ფოტო-სურათები, დღემდე არ წაუყენეს ჩემი შვილის მკვლელობის ბრალდება მინდია გოგოჭურს, რომელიც როგორც უკვე საჯაროდ გამოჩნდა, მარგველაშვილის მფარველობით სარგებლობს. 

სამწუხაროა რომ საქართველოს პრეზიდენტი იცავს მკვლელს, მინდია გოგოჭურს, რომელმაც სხვა თანამზრახველებთან ერთად 23 წლის შვილი მომიკლა რუსთაველის გამზირზე. 

შემაშფოთებელია რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის გარანტი უნდა იყოს, მზადაა ხელი დააფაროს სასტიკ დამნაშავეს, რადგან ის მისი ნათესავია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურასა და შს სამინისტროს, უსაგნო ჩხრეკისა და ამის საფუძველზე დამნაშავისათვის ჩაგრულის როლის მორგების ნაცვლად, შეასრულონ კანონით დაკისრებული მოვალეობა და პასუხი აგებინონ ჩემი შვილის, ზურა ტარყაშვილის ერთერთ მკვლელს - პრეზიდენტის ნათესავს, მინდია გოგოჭურს.

ვთხოვ ქართულ მედია-საშუალებებს, მათ შორის ტელეკომპანიებს, დაინტერესდნენ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში მინდია გოგოჭურის მონაწილეობის შესახებ (მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას), რათა მკვლელი, რომელიც პრეზიდენტის მფარველობით სარგებლობს არ დარჩეს დაუსჯელი.

თამილა კოჭლამაზაშვილი“.



მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...